ვალდანო:„კეილორი მაოცებს“
ხორხე ვალდანო კიდევ ერთხელ გამოეხმაურა კეილორ ნავასისა და კოვაჩიჩის თამაშს...
„ბილბაოსთან შეხვედრამ დაგვანახა, რომ კეილორ ნავასი შესანიშნავი კიპერია, მან რამდენჯერმე ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადადგა და გუნდი გაშვებულ გოლს გადაარჩინა. ვწუხვარ, რომ ბენიტესის გუნდმა „სან მამესზე“ კარი მშრალად ვეღარ შეინახა და ნავსი გატეხა, მაგრამ ეს კოსტა-რიკელი კარის დარაჯის ბრალი ნამდვილად არ იყო. კარის უსაფრთხოებაზე იმ კონკრეტულ მომენტში პეპესა დ რაფაელ ვარანს უნდა ეზრუნათ.“
„მატეო კოვაჩიჩი სასტარტოში მოგვევლინა. ხორვატმა ფეხბურთელმა მიიღო შანსი და გამოიყენა კიდეც. ახალგაზრდა შუახაზელმა ეფექტურად ითამაშა.“
„ერთ მომენტში მატეოს გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ იღბალი მეტოქის მხარეს აღმოჩნდა, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს.“
- 24 სექტემბერი 2015
- 2822
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.