უმძიმესი ოქტომბრის თვე

მადრიდის „რეალი“ ფეხბურთელებისთვის ოქტომბრის თვე ძალიან მძიმე იქნება, ვინაიდან გუნდს საკმაოდ სოლიდურ მეტოქეებთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა...


მიმდინარე თვის ბოლო მატჩი ლა ლიგაში, 26 სექტემბერს, „მალაგას“ წინააღმდეგ შედგება, შემდეგ კი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე, „მალმიოს“ წინააღმდეგ მოსინჯავს ძალებს. (30 სექტემბერი)

შეხვედრების მხრივ, სექტემბერი ძალიან დატვირთული იყო, რასაც ვერ ვიტყვით, ოქტომბრის თვეზე, ვინაიდან გუნდს მხოლოდ 4 მატჩი ჩატარება მოუწევს, თუმცა ოთხივე ძალიან რთული იქნება.

4 ოქტომბერს, „კალდერონზე“ მადრიდული დერბი გაიმართება, ეს იქნება პირველი ძალიან მძიმე მატჩი, რომელსაც ბენიტესის გუნდი გამართავს, ამის შემდეგ სტარტს სანაკრებო ბატალიები აიღებს. შესაბამისად, „რეალის“ ფეხბურთელები თითქმის 2 კვირით გამოემშვიდობებიან ლა ლიგას.

17 ოქტომბერს „ბერნაბეუზე“ სამეფო კლუბი ვალენსიურ „ლევანტეს“ მიიღებს. ეს იქნება შედარებით იოლი გასეირნება.

21 ოქტომბერს, ბენიტესის გუნდი პარიზში გაფრინდება და „პსჟ“-სთან გაარკვევს ურთიერთობას. (ჩემპიონთა ლიგა)

24 ოქტომბერს კი რაფას გუნდი ვიგოში ჩავა და „სელტასთან“ ეცდება ქულების მოპოვებას.

როგორც ვხედავთ, ოქტომბერში საკმაოდ რთული მატჩებია ჩანიშნული. შესაძლოა, სეზონის სტარტზე „სელტა“ არავის მიაჩნდა უხერხულ მეტოქედ, მაგრამ დღევანდელ დღეს ეს გუნდი ლა ლიგის ცხრილს მადრიდის „რეალთან“ ერთად ლიდერობს და ბრწყინვალე შთაბეჭდილებას ტოვებს. dle 10.1

  • Hala
  • 24 სექტემბერი 2015
  • 5980
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)