კარვახალი:„ცხრილის სათავეში მოქცევა დამატებითი მოტივაციაა“

დანიელ კარვახალმა ბასკებთან გამარჯვების შემდეგ მატჩის ანალიზი გააკეთა...


„ურთულესი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ გამარჯვება შევძელით და ცხრილის სათავეში მოვხვდით, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს დამატებითი მოტივაციაა. გამარჯვება ნამდვილად გვეკუთვნოდა. პირველ ნახევარში გაცილებით უფრო აქტიური ფეხბურთი ვითამაშეთ, ვიდრე მეორეში, მაგრამ მომენტები ორივე ტაიმში გვქონდა.“

„როდესაც მოედანზე გავდიოდით, „ბარსელონა“ 2-0 მარცხდებოდა და დიდი შანსი იყო იმისა, რომ 3 ქულა დაეკარგა. ბოძებული შანსი გამოვიყენეთ და პირველ ადგილზე გადავედით, ახლა კი მოგებების სერია უნდა გამოვაცხოთ და დაკავებული პოზიცია განვიმტკიცოთ, სხვაგვარად წარმატებას ვერ მივაღწევთ, ვინაიდან ტიტულების დათვლა მაისში მოგვიწევს. წინ ურთულესი სეზონია.“

„ვცდილობ დაკისრებულ მოვალეობას თავი სათანადოდ გავართვა და მთავარი მწვრთნელის ნდობა მოვიპოვო. დანილოსთან კონკურენციის არ მეშინია. იმედი მაქვს, ბრაზილიელი ფეხბურთელი მალე ჩადგება მწყობრში და გუნდის დახმარებას მოახერხებს. ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდური ინტერესია და არა ინდივიდუალური.“

„ბოლომდე დავიხარჯები, რათა ევროპის ჩემპიონატზე წასვლა შევძლო, ამას სათამაშო პრაქტიკა დასჭირდება.“ dle 10.1

  • Hala
  • 24 სექტემბერი 2015
  • 1586
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)