პეპე: "უმძიმეს მატჩში ჩვენ გავიმარჯვებთ"

მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა მცველმა, პეპემ ბილბაოს "ატლეტიკთან" გასამართი მატჩის წინ ჟუმრნალისტებთან ისაუბრა. Halamadrid.ge გთავაზობთ ვრცელ ინტერვიუს.


"ძალიან რთული მატჩი გველის. ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ განსაკუთრებულად მოვემზადეთ. ეს არის გუნდი რომელმაც სეზონის დაწყების წინ დიდებული მაჩვენებელი დააფიქსირა. "ატლეტიკი" მებრძოლი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კლუბია, რომელსაც არცერთი მეტოქის არ ეშინია. მაქსიმალურად ვეცდებით ჩვენი შესაძლებლობების და მომენტების რეალიზებას. დარწმუნებული ვარ ფანები უმაღლესი დონის სანახაობას იხილავენ და შინ გამარჯვებულები დავბრუნდებით."

"სან მამესზე აუცილებლად ვეცდებით გოლის გატანას. აგრეთვე ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება საკუთარი კარის მშრალად შენახვა. გუნდი კონსოლიდირებულად იმოქმედებს და ვფიქრობ სასურველ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენი ფორვარდები შანსებს აუცილებლად მიიღებენ და როგორც წესი, ისინი მომენტებს ხშირად იყენებენ."

"არის ადურისი ყველაზე სახიფათოა ბილბაოელებისგან. იგი გუნდისთვის უდიდეს სამუშაოს ასრულებს. ადურისი "ატლეტიკის" მთავარი ძალაა და მისი განეიტრალება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება."

"მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან კონტრაქტი გავახანგრძლივე, რითაც უზომოდ გახარებული ვარ. მსიამოვნებს, როდესაც მადრიდის "რეალის" ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მასახელებენ. მინდა, რომ სამეფო კლუბთან ერთად კვლავ მივაღწიო დიდ წარმატებებს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ."

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მთავარი მწვრთნელის ფილოსოფიას ჩავწვდეთ და მისი მოთხოვნები მაქსიმალურად სწრაფად შევასრულოთ. ურთიერთგაგება და ერთიანობა გვჭირდება. ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, რათა სეზონი ტიტულებით დავასრულოთ. ბენიტესის სამწვრთნელო სამუშაოებით აღფრთოვანებული ვარ. რაც დრო გადის, უფროდაუფრო ვუგებთ მას."

"სამწუხაროდ ბეილი და ხამესი ვერ დაგვეხმარებიან. მათი როლი შეტევის წინა ხაზში უმნიშვნელოვანესია. ისინი მადრიდული შეტევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენენ. იმედი მაქვს ისინი მალე მოიშუშებენ ტრავმებს და სამუშაოებს დაუბრუნდებიან."

Realmadrid.com dle 10.1

  • Junior
  • 23 სექტემბერი 2015
  • 3070
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)