ბენიტესი:„ბასკებმა „ბარსელონასთან“ დამაჯერებლად იმარჯვეს“

რაფაელ ბენიტესმა „ბილბაოსთან“ მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა...


„მნიშვნელოვანი მატჩი გველის, რომელიც ბევრ რამეს დაგვანახებს. ვიცით, რომ „სან მამესზე“ ვიზიტი იოლი არ იქნება, აქედან გამომდინარე დიდი ყურადღებით თამაში გვმარებს. გამარჯვების შემთხვევაში კიდევ უფრო დიდ ნდობას მოვიპოვებთ და საკუთარ ძალებსაც ვირწმუნებთ.“

„ბასკებს ერთიანი გუნდი ჰყავთ, რომლებსაც შესანიშნავი ქომაგები უჭერენ მხარს, ისინი ყოველთვის ბოლომდე იხარჯებიან და სასიამოვნო გარემოს ქმნიან სტადიონზე. შარშან „ატლეტიკთან“ სამეფო კლუბმა წააგო, ეს კი ფანების დიდი დამსახურება გახლდათ. წინ დიდი ტესტი გველის.“

„სერხიო რამოსი არ ითამაშებს, ვინაიდან მან 100%-ით ვერ მოახერხა მწყობრში ჩადგომა, გარისკვა კი სისულელე იქნება.“

„კრიშტიანო რონალდუ უდავო ლიდერია, რომლის ხარისხიანი თამაში ჩვენი წარმატების განმაპირობებელი ფაქტორი გახლავთ, მისი გამოცდილება რაღა თქმა უნდა, ფასდაუდებელია.“

„კაზემირო მუშაობას აგრძელებს, არ არის გამორიცხული, ხვალ სასტარტოში დაიწყოს თამაში,ის ლუკა მოდრიჩთან, ტონი კროოსთან და მატეო კოვაჩიჩთან დიდ კონკურენციას ქმნის.“

„ბასკები შარშანდელ სეზონთან შედარებით კიდევ უფრო გაძლიერდნენ, მათი პოტენციალი უფრო მაღალი გახდა, ამიტომ დიდი ყურადღება გვმართებს.“

„ბეილი ძალიან ონკურენტუნარიანია, მაგრამ ვერ ახერხებს გუნდის დახმარება, უელსელ ფეხბურთელს ტრავმა აღენიშნება, მის დაბრუნებაზე ახლა საუბარს აზრი არ აქვს.“

„ბასკების წინააღმდეგ აგრესიული თამაში გვმართებს. „გრანადასთან“ შედარებით პასიურები ვიყავით, ახლა კი გაუმჯობესება და უკეთესი თამაშის ჩვენება გვმართებს, რადგან მიზანი სამი ქულაა.“

„ცენტრალური ნახევარმცველების პროდუქტიულ თამაშს ყოველთვის დიდი როლი ენიჭება საბოლოო წარმატებაში.“

„კროოსი ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ ხანდახან დასვენებას საჭიროებს. საბედნიეროდ, გვაქვს შეაბამისი რესურსი? რატომ არ ვცვლიდი რონალდუს? პორტუგალიელი ფეხბურთელი ფიზიკური მონაცემების მხრივ, მოწოდების სიმაღლეზე დგას.“

„პორტუგალიელი წინახაზელი მოედანზე თითქმის ყოველთვის, ყველაზე მეტს დარბის, ის დაუღლელია, მაგრამ იქნება პაექრობები, სადაც დასვენების საშუალება მიეცემა.“

„კრიშტიანოს წელიწადში 60 გოლს სთხოვენ, სულ ასე ვერ იქნება, მაგრამ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან მაღალია, ანალოგიურის თქმა შეიძლება გარეთ ბეილზეც, რომელიც ძალიან ბევრს შრომობს და გუნდს წარმატებაში ეხმარება. ეს დუეტი ძალიან სასარგებლოა. უნდა აღვნიშოთ ბენზემაც, ფრანგმა კარგად დაიწყო სეზონი და გოლებს მუდმივად იტანს.“

„სასტვენები? არ მსურს ამას დიდი ყურადღება მივაქციო, მაგრამ საწყენია, როდესაც ქომაგი გისტვენს. „გრანადასთან“ ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ გამოყენება მხოლოდ ერთის შევძელით, სწორედ ამიტომ პუბლიკამ საქციელი გაგვიპროტესტა.“

„სან მამესზე წარმატებისთვი არ მიმიღწევია, ახლა კი მადრიდის „რეალის“ მწვრთნელის რანგში ვეცდები, 3 ქულა წამოვიღო.“

„ბილბაოელებმა კატაალონიელებს ძალიან დამაჯერებლად სძლიეს, ეს ჩვენთან არ უნდა განმეორდეს.“

„კროოსთან კომუნიკაციას ინგლისურ ენაზე ვამყარებ, ვინაიდან გერმანულს არ ვფლობ, ტონიმ კი ინგლისური კარგად იცი და ჩემ მითითებებს ზედმიწევნით ასრულებს, მისი როლი გუნდში ძალიან დიდია.“

„როტაცია? ეს ისეთი რამ არის, რასაც ყოველთვის უნდა მიმართო, რადგან სეზონი ძალიან გრძელი და დამღლელია.“ dle 10.1

  • Hala
  • 22 სექტემბერი 2015
  • 4145
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)