კარხვახალი ჩელსიში, რონალდო მანჩესტერში

ინგლისური კლუბები როგორც ჩანს მადრიდის რეალის გაძარცვას აპირებენ.


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის რეალი მზად არის გუნდიდან გაუშვას რონალდო, რომელსაც ბენიტესთან მაინცდამაინც იდეალური ურთიერთობა არ ჩამოუყალიბდა. საჯაროდ მწვრთნელი კი აცხადებს, რომ რონი თავისუფალია მოედანზე, მაგრამ ჭორებს თუ დავუჯერებთ პორტუგალიელი უკმაყოფილოა მისი ამჟამინდელი პოზიციით და ფიქრობს, რომ შეუძლია უფრო შედეგიანი იყოს, ვიდრე მას ბენიტესი იყენებს.

ამ ჭორების მოსმენის შემდეგ, პსჟ-მ გამოთქვა სურვილი რონი ზამთარშივე შეიძინოს, მაგრამ რეალს აღნიშნული წინადადების განხილვა არ აწყობს, რადგან ვერ მოახერხებს რონის ღირსეული შემცვლელის პოვნას და ყველა საჩემპიონო ამბიციაზე უარის თქმა მოუწევს. დაძაბულობით სარგებლობას აპირებს მანჩესტერ იუნაიტედიც, რომელიც მზად არის 90 მილიონი ფუნტი გადაიხადოს, რაც დაახლოებით 140 მილიონი დოლარი გამოდის, ფეხბურთელი კი ზაფხულში გაიფორმოს.

მარჯვენა ფლანგის გაძლიერება სურს ლონდონის ჩელსის. ჟოზე მოურინიო ივანოვიჩის თამაშით უკმაყოფილოა და თვალი კარვახალს დაადგა. ესპანელს დიდი კონკურენციის გაწევა უწევს დანილოსთან, რომელშიც რეალმა 31 მილიონი გადაიხადა. აქედან გამომდინარე ჩელსი მზადაა ესპანელი მცველი ზამთარშივე გაიფორმოს. dle 10.1

  • Junior
  • 22 სექტემბერი 2015
  • 5293
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)