ზინედინ ზიდანი - ზიზუ

ზიდანი - მადრიდის „რეალის“ ლეგენდა...


ზინედინ ზიდანი წამოშობით ალჟირელია. დაიბადა მარსელში, ყველაზე ღარიბ უბანში კასტელანში, სადაც როგორც წესი, ფანჯრები რკინის გისოსებით იყო ამოყვანილი, ხოლო ბავშვები ბეტონის ასფალტზე თამაშობდნენ ფეხბურთს. მისი მშობლები ისმაელი და მალიკა ალჟირის მკვიდრები იყვნენ. მამა მუშაობდა უნივერმაგში დამფასოებლად. ზიდანის ბავშვობამ მარსელის ერთ პატარა ბინაში გაიარა. მის გარდა ოჯახში კიდევ ოთხი ბავშვი იყო და ლილა, ძმები ჯამელი, ფარიდი და ნურიედი. მისი ბურთის ფუნქციას ხშირად ასრულებდა პლასტიკური ბოთლი. მას აგრეთვე გართობის სხვა წყაროებიც ჰქონდა, ისეთი როგორიცაა ველოსიპედი და ძიუდო. მიუხედავად ყველაფრისა ზინედინ ზიდანის მთავარი ლტოლვა მაინც ფეხბურთისკენ იყო მიპყრობილი. მაშინ მას მხოლოდ ერთი რამ უნდოდა, მოეტყუებინა ყველა, ვინც კი მას გზაზე გადაეღობებოდა.
კარიერა
14 წლის ასაკში ზიდანმა თავისი თამაშით მიიპყრო საფეხბურთო კლუბ კანის სელექციონერების ყურადღება. ერთკვირიანი დაკვირვების შემდეგ, მისი მშობლები დაარწმუნეს იმაში, რომ ბავშვი კანის ბავშთა გუნდში გაეშვათ. 2 წლის შემდეგ, 1989 წლის 20 მაისს, მაშინ როდესაც ზიდანი ჯერ კიდევ არ იყო 17 წლის, შედგა მისი დებიუტი საფრანგეთის ეროვნულ ჩემპიონატში. ეს მოხდა ბოჟუარის სახელობის სტადიონზე ნანტთან თამაშის დროს. იმ დროისათვის კანის მწვრთნელი იყო ლუის ფერნანდესი.ზიდანი 800 ფრანკს იღებდა ხელფასის სახით.მან კანის რიგებში 61 მატჩში 6 გოლი გაიტანა
1992 წელს ზიდანი ბორდოში გადავიდა და 4 წლის მანძილზე ბორდოს ღირსებას იცავდა სადაც მან 139 მატჩში 28 გოლი გაიტანა.
1996 წელს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ზიდანი იუვენტუსში გადაბარგდა სადაც მან ბევრჯერ გამოიჩინა თავი და იუვეს ლიდერად იქცა ზუსტად ამიტომაც მიიპყრო პერესის ყურადღება და 2001 წელის 9 ივლისს მასში ასტრონომიული თანხა 75,000,000 გადაიხადა მადრიდულმა გრანდმა. ზიდანმა პირველივე სეზონში შეძლო ჩემპიონთა ლიგის, ევროპის სუპერ თასის და საკონტინენტთაშორისო თასის მოგება. მან ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა რომელიც დღემდე ყველა მადრიდისტას უდგას თვალწინ. ზიდანმა კარიერა რეალში დაასრულა 2006 წელს და მან მისი სახელი ბლანკოსის ისტორია დიდი ოქროს ასოებით ჩაწერა.მან რეალის მაისურით 155 მატჩში 37 გოლის გატანა მოახერხა

გუნდური მიღწევები.
იუვენტუსი საკონტინენტთაშორისო თასი 1996
იუნევტუსი სერია ა - 1996/97, 1997/98
იუვენტუსი იტალიის სუპერ თასი - 1997
რეალ მადრიდი პრიმერია დივიზიონი - 2003
რეალ მადრიდი ესპანეთის სუპერ თასი -2001,2003
რეალ მადრიდი ჩემპიონთა ლიგა - 2002
რეალ მადრიდი ევროპის სუპერ თასი - 2002
რეალ მადირდი საკონტინენტთაშორისო თასი - 2002
საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონი -1998
საფრანგეთი მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი - 2006
საფრანგეთი ევროპის ჩემპიონი - 2000

პირადი მიღწევები

ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი -1998, 2000, 2003
ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი - 1998
მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი - 2006
ჟურნალ მსოფლიო ფეხბურთის ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი 1998
ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი 2000
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი 2002
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი 1998
იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი 1997,2000,2001
წლის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი 1998,2002
საფრანგეთის საუკეთესო ახალგაზრდა ნახევარმცველი- 1993
უეფას ოქროს საიუბილეო გამოკითხვა ბოლო 50 წლის საუკეთესო ფეხბურთელი 2004 dle 10.1

  • mamuka1994
  • 21 სექტემბერი 2015
  • 3410
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)