ბენიტესი:„კრიშტიანოს სრული თავისუფლება ეძლევა“

რაფაელ ბენიტესმა „გრანადას“ დამარცხების შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა...


„ჩვენ მძიმე მატჩს ველოდით, რადგან ვიცოდით, რომ საქმე გვქონდა კარგად ორგანიზებულ გუნდთან, რომელიც დაცვაში ბრწყინვალედ თამაშობს და კონტრ-შეტევაზე სწრაფად გადადის. პირველ ნახევარში არაერთი მომენტი შევქმენით, რომლის საბოლოო რეალიზაცია ვერ მოვახდინეთ, მაგრამ თამაშს ეტყობოდა, რომ გოლი ადრე თუ გვიან გავიდოდა, ვინაიდან სადავეები ხელთ ვიგდეთ.“

„მატჩის მიმდინარეობისას ლუკას ვასკესის მარცხნივ გადასვლა დავავალე, რათა მარსელოს უფრო ეფექტურად დახმარებოდა და შეტევა პროდუქტიული იყო. მატეო კოვაჩიჩის მოედანზე გამოჩენით ბურთზე სრული კონტროლი დავამყარეთ და მატჩის მიმდინარეობას ვკარნახობდით.“

„ბურთს სწრაფად და დიდი სიზუსტით ვაგორავებდით, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში აშკარა პრობლემები იყო, დაახლოებით 20 მცდელობა გვქონდა, თუმცა შედეგი მხოლოდ 1 გოლი დადგა.“

„კეილორ ნავასმა უკვე მეხუთედ შეინახა საკუთარი კარი მშრალად, რაც პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ კოსტა-რიკელი კიპერის სახით უდიდესი პროფესიონალი გვყავს, მაგრამ მხოლოდ მას ვერ მივაწერთ ამ წარმატებას, ეს გუნდური სულისკვეთების და დაცვის კარგი თამაშის დამსახურებაც არის.“

„ვერავინ იტყვის, რომ მეტოქის შეფასება სწორედ ვერ მოვახდინეთ. წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე არაერთხელ აღვნიშნე, რომ რთული შეხვედრა გველოდა, ჩემ ფეხბურთელებს მაქსიმალური კონცენტრაციისკენ მოვუწოდე.“

„ხესე როდრიგესმა და ლუკას ვასკესმა შრომა უნდა გააგრძელონ და მაქსიმალურად ეცადონ ფორმის პიკში შევიდნენ, ორივე მათგანს მიეცემა შანსი, რომელიც უნდა გამოიყენონ და გუნდისთვის სარგებელი მოიტანონ.“

„მოხარული ვარ, რომ გუნდმა გაიმარჯვა და სერიოზული დანაკლისის მიუხედავად, 1-0 იმარჯვა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. ტრავმიანობა დიდ პრობლემებს ქმნის, მაგრამ ეს დრო უნდა გადავაგოროთ.“

„ხესეს ფორმით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჩავთვალე, რომ ვასკესი უკეთ იყო მზად, სწორედ ამიტომ ლუკასს მივეცი შანსი. თითოეული ფეხბურთელი დაფასდება, ანალოგიური მინდა ვთქვა კოვაჩიჩზე, ყველა მოთამაშემ უნდა იგრძნოს საკუთარი როლი.“

„სტვენა? ეს არ მაწუხებს, როდესაც მატჩი მორჩა გასახდელისკენ გავეშურე და ფეხბურთელებს წარმატება მივულოცე. გავაანალიზეთ დაშვებული შეცდომები, მომდევნო ვარჯიშებზე კი ხარვეზების გამოსწორებას შევეცდებით. წინ მძიმე მატჩები გველის.“

„რონალდუს სრულ ნდობას ვუცხადებ, ის ჩემი გუნდის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და თავისუფლება ეძლევა. ხამესისა და ბეილის დაბრუნების შემდეგ, კრიშტიანო უფრო პროდუქტიული გახდება.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 სექტემბერი 2015
  • 4768
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)