ვასკესი:„ყველა მატჩს 6-0 ვერ დავასრულებთ“

ლუკას ვასკესმა „გრანადასთან“ გამართული პაექრობა გააანალიზა...


„ყველა მატჩის ბოლოს ტაბლოზე 6-0 ვერ დაფიქსირდება და ამაში გასაკვირი არაფერია. „გრანადამ“ მადრიდის „რეალის“ წინა თამაშები შეისწავლა და ძალიან მჭიდრო დაცვა შემოგვთავაზა. პირველ ნახევარში რამდენიმე ძალიან კარგი შანსი ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ კარიმმა მეორე ტაიმში თავის გამოჩენა შეძლო. ვფიქრობ, სამართლიანი შედეგი დაფიქსირდა, მოგებას ვიმსახურებდით.“

„ძალიან ცხელი ამინდი იყო, რაც ცოტა არ იყოს უჩვეულოა.“

„ბერნაბეუზე დებიუტი მქონდა და ძალიან გახარებული ვარ, თანაც გავიმარჯვეთ, რამაც სიხარული გამიორმაგა. მუშაობას ვაგრძელებ და ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი ფიგურა გავხდე.“

„ორი აზრი არ არსებობს, რომ კეილორ ნავასი ბრწყინვალე მეკარეა, მან უკვე ძალიან ბევრჯერ გადაარჩინა სამეფო კლუბის კარის ბადე შერხევას. ვიმედოვნებ, არაერთ მატჩს ჩავატარებთ, სადაც კოსტა-რიკელი კიპერი კარს მშრალად შეინახავს.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 სექტემბერი 2015
  • 3671
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)