პერესი მორატას არ დაივიწყებს

ალვარო მორატას სამეფო კლუბში დაბრუნება სულ უფრო რეალური ხდება.


გასულ სეზონში ბრწყინვალედ ჩატარებული მატჩების შედეგად, ალვარო მორატა დღეს ტურინის "იუვენტუსის" ერთ-ერთ ლიდერად სახელდება. იგი იგებს პრაქტიკულად ყველა ორთაბრძოლას და მაქსიმალურად იხარჯება თითოეულ შეხვედრაში.

ფლორენტინო პერესმა ახალგაზრდა ესპანელი ფორვარდი წელს მადრიდის "რეალში" არ დააბრუნა და ექსპერტების განცხადებით, "ბლანკოსის" პრეზიდენტმა დიდი შეცდომა დაუშვა. ამ ყველაფერს მოწმობს ჩემპიონთა ლიგის მატჩი, რომელიც ბებერმა ქალბატონმა სტუმრად მანჩესტერში ჩაატარა.

მორატამ იდეალურად ითამაშა და გამარჯვების გოლის გატანაც მოახერხა. "სიტი" - "იუვენტუსის" მატჩის დასრულების შემდეგ მსოფლიო პრესა და საფეხბურთო ექსპერტები ფლორენტინო პერესს მოუწოდებენ, რაც შეიძლება მალე დააბრუნოს ახალგაზრდა ფორვარდი მადრიდის "რეალში", თუმცა ამასთან დაკავშირებით ესპანური გრანდის დირექტორატი განცხადებად ჯერ-ჯერობით არ ავრცელებს.

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 17 სექტემბერი 2015
  • 2337
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)