ბენიტესი: "ძლიერი მეტოქე გვყავს. ვამბობდი, რომ არ იქნებოდა ადვილი ჯგუფი"

დღევანდელი დაპირისპირების წინ რაფა ბენიტესმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.


"მათ შევადარებდი "გალათასარაის", ესაა გუნდი, რომელიც ძლიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და რომლებსაც შეუძლია, თუ კარგად არ ითამაშე, ცხოვრება ჯოჯოხეთად გიქციონ. ძალიან ძლიერი მეტოქე გვეყოლება, მაგრამ ჩვენ "მადრიდის რეალი" ვართ და "სანტიაგო ბერნაბეუზე" გვიწევს თამაში. მთავარი გამოწვევა ჩემპიონთა ლიგის კარგად დაწყებაა."

დაცვის ხაზი

"მთავარი ის მონდომებაა, რომლებსაც ფეხბურთელები ავლენენ. სწორედ მათ უნდა აღმოფხვრან პრობლემები. ჩვენ მათ უბრალოდ მითითებებს ვაძლევთ. ყოველთვის არის რაღაც გასაუმჯობესებელი. მაგრამ მთავარი ისაა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ , ხოლო ფეხბურთელების მონდომება კი ძალიან დიდი. ასე უნდა გავაგრძელოთ."

როტაცია

"გუნდის როტაცია ადვილი გასაკეთებელი როდია, ეს იმისთვისაა საჭირო, რომ შემადგენლობისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღო. იქნება ისეთი მომენტები, როცა ცუდად წაგვივა საქმე, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ასეთი მომენტები, რაც შეიძლება მცირე იყოს. არიან ფეხბურთელები, რომლებსაც უფრო მეტი როტაცია ესაჭიროებათ, ვიდრე სხვებს. ფეხბურთელი, რომელსაც მოედანზე უფრო დიდი დიაპაზონის დაფარვა უწევს, განსხვავდება სხვა ფეხბურთელებისგან. თითოეული ფეხბურთელი განსხვავებულია. ყოველთვის ვცდილობთ, რომ მოედანზე თამაშის მოსაგებად მაქსიმალურად საუკეთესო შემადგენლობა გამოვიდეს."

"როტაცია დამოკიდებულია საერთო წარმოდგენაზე, რომელიც თამაშებიდან და ვარჯიშებიდან გამომდინარე გექმნება. მე და ჩემს გუნდს ყველანაირი ინფორმაცია გვაქვს, რაც კი დაგვჭირდება, მაგრამ მთავარია ის წარმოდგენა, რომელიც კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე გექმნება. ფეხბურთელს როცა ეკითხები, ის ყოველთვის გეტყვის, რომ საუკეთესო ფორმაშია. ჯერ გექმნება კონკრეტული წარმოდგენა ფეხბურთელზე, შემდეგ თავად ფეხბურთელს ეკითხები და ამის შემდეგ იხედები სამედიცინო და ფიზმომზადების დასკვნაში, სადაც ყველაფერია ფეხბურთელის შესახებ. ამ ყველაფრის შეჯერებით კი შესაბამისი დასკვნა უნდა გააკეთო."

სასტარტო მეკარე

"ჯერ არ მისაუბრია მეკარეებთან და დღეს ვერ გეტყვით, ვინ იქნება სასტარტოში. სამივე მეკარე კარგად მუშაობს და არაა პრობლემა, თუ რომელი ითამაშებს. ყველაფერი თამაშამდე გადაწყდება."

გასაუმჯობესებელი პოზიციები

"არის რაღაც გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენ ვღებულობთ, როცა ვუტევთ ან კონტრშეტევაზე გადავდივართ. აქამდე , რაც ვითამაშეთ, ისე უნდა გავაგრძელოთ თამაში დაცვაში. ფეხბურთელები მართლაც მონდომებულები არიან და ეს მამშვიდებს. გუნდი, რომელიც შესანიშნავად უტევს და რომელიც ყოველ თამაშში წინაზე უკეთესად იცავს თავს, ყოველთვის უფრო ძლიერი იქნება."

ისკო

"შთამბეჭდავი ფეხბურთელია. მან უნდა გააგძელოს იმის კეთება, რასაც აკეთებს, იმუშაოს ბევრი. მისი მონდომება და ნიჭი ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, ხოლო თუ მან მოუმატა გოლების გატანას , ეს კიდევ დამატებითი სარგებელი იქნება ჩვენთვის."

პოზიციის ცვლა ბეილსა და რონალდუს შორის.

"ჩვენ ტაქტიკურ საკითხებზე ბევრს ვმუშაობთ ვარჯიშის დროს. თამაშისას მათ აქვთ სრული თავისუფლება წინ და ისინი ერთად იყენებენ თავიანთ ნიჭს შეტევის გასაძლიერებლად. ჩვენ მუდმივად ვლაპარაკობთ, რომ აუცილებელია მოედანზე პოზიციების გაცვლა და გადაადგილებები. მათი ამ მხრივ კოორდინირებული მოქმედება კი გუნდისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ბეილი სისწრაფის გარანტია, რონალდუ შიგნით იწევს ამას ემატება ბენზემას, ისკოს და მარსელოს შეტევა და ბალანსიც ნაპოვნია... ეს ძალიან დიდი საფრთხეს შეიცავს მეტოქეებისთვის."

"როცა გუნდში მოვედი, ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი დამხვდა წინა ხაზზე. მე ვთქვი, რომ ჩვენ შემტევითი გუნდი ვიქნებოდით. არ ვარ აქ იმისთვის მოსული, რომ ვინმეს შეტევითი პოტენციალი ჩავკლათ. საკმაოდ დიდი ნიჭია დაგროვილი აქ და აუცილებელია მისთის ასპარეზის მიცემა. ფეხბურთელებს შორის ბალანსის პოვნა არაა ადვილი საქმე, მაგრამ როგორც კი ჩაჯდებიან ისინი თამაშში, მაშინ ნებისმიერი მეტოქისთვის მათ გამანადგურებელი ძალა ექნებათ. მე ვცდილობ დავარწმუნო ისინი, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად კოორდინირებულად ითამაშონ მოედანზე.

კრიშტიანო

"ბრწყინვალე ფეხბურთელია; ერთ-ერთი საუკეთესო , რომელთანაც მიმუშავია. ვერ ვიტყვი, რომ ის საუკეთესოა ვისთანაც მიმუშავია, ვინაიდან რამოდენიმე ძალიან კარგი ფეხბურთელი მყავს გაწვრთნილი, მაგრამ ამ მომენტში, როცა ის ჩვენი ფეხბურთელია, ის საუკეთესოა მსოფლიოში. არ გამიმართლა მოვსწრებოდი ალფრედო დი სტეფანოს, მაგრამ ვიცი, რომ ის გამარჯვებული სულის მატარებელი იყო. რაულიც ანალოგიურად. კრიშტიანოსაც მათი მენტალიტეტი აქვს. მოხარული ვიქნები, თუ გუნდი მოიგებს და მასთან ერთად კრიშტიანოც მოიგებს ბევრ ტიტულს.

ფეხბურთელების დასვენება

"არ გვაქვს გამოკვეთილი საროტაციო პოლიტიკა. შეიძლება რამოდენიმე ფეხბურთელი დავასვენოთ, შეიძლება არა. არის თამაშები, რომელიხ ფეხბურთელებს დიდ ენერგიას აცლის. თუ გვექნება ისეთი მომენტი თამაშში, რომ შესაძლებელი იქნება ლუკა მოდრიჩის მოედნიდან გაყვანა, ჩვენ ამას გავაკეთებთ. თუ შემეძლება მოედნიდან ორი ან სამი ფეხბურთელის გაყვანა მათი ხვალინდელი დღისთის შემონახვის მიზნით, მე ამას გავაკეთებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ინფორმაციათა ნაკრებს ვიყენებთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში."

ჩემპიონთა ლიგის ზეწოლა

"არ ვგრძნობ ზეწოლას. ყოველი მატჩის მოგების გამოწვევას კი ნამდვილად ვგრძნობ. ჩემპიონთა ლიგა ნამდვილად ძალზედ მნიშვნელოვანი ტიტულია, მაგრამ ლა ლიგა და კოპა დელ რეიც მომწონს."

მარსელოს ნაცვლად ვინ ითამაშებს მოედანზე

"მომწონს ჩემი ფეხბურთელების მრავალმხრივობა. დანი, შეძლებ მარცხენა მცველად თამაშს? დანილო, დანი კარვახალი, ნაჩო, ალვარო არბელოა ყველა მათ შეუძლიათ მარსელოს პოზიციაზე თამაშო. ისინი არ არიან მემარცხენეები, მაგრამ მათ შეუძლიათ ამ სამუშაოს შესრულება."

წყარო: RealMadrid.com dle 10.1

  • shvela
  • 15 სექტემბერი 2015
  • 4352
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)