ძლიერი კაზემირო

რაფა ბენიტესმა "პორტოსთან" მოლაპარაკებებში გაიმარჯვა და კაზემიროს დაბრუნება შეძლო სამეფო კლუბში.


ბრაზილიელი ჩამშლელი ნახევარმცველი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც ესპანელ სპეციალისტს შემადგენლობაში ჰყავს. მას შეუძლია მინდორზე ნებისმიერ დროს გამოსვლა და მოედნის შუაგულის გაკონტროლება. სწორედ კაზემიროს გამოყვანას გეგმავს ბენიტესი "ესპანიოლსი" წინააღმდეგ. იგი ტონი კროოსს ჩაანაცვლებს, რომელმაც რამდენიმე მატჩი გადაბმულად ითამაშა და გადაიღალა.

შეგახსენებთ, რომ კროოსი მადრიდის "რეალის" წინა მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის უსაყვარლესი ფეხბურთელი იყო და მთელი სეზონის განმავლობაში ყველაზე მეტი მატჩში სწორედ გერმანელმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. ბენიტესს კი ახალ შმადგენლობაში ჰყავს კაზემირო, რომელიც ლუკა მოდრიჩის და ტონი კროოსის შემცვლელად ჩამოყალიბდა.

"მე დავბრუნდი. მინდა, რომ მადრიდის "რეალისთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყო. ყველა მატჩში ხარივით შევებმები მეტოქესთან ორთაბრძოლებს და ვეცდები ჩემს გუნდს დავეხმარო..." - ეს არის კაზემიროს პირველი განცხადება, რომელიც მან სამეფო კლუბში დაბრუნების შემდეგ გააკეთა.

ბრაზილელმა ნახევარმცველმა არაერთხელ დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები და აჩვენა თავისი ძალა. იგი არ ერიდება მეტოქესთან უხეშ შეტაკებებს და თავისი ძალის დემონსტრირებას მუდამ ახდენს. იგი არის ზუსტად იმ სტილის მოთამაშე, რომელიც "ბლანკოსს" სჭირდება. შეგახსენებთ, რომ კაზემიროს მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული და იმედია მას საინტერესო და წარმატებული მადრიდული კარიერა ელის წინ.

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 12 სექტემბერი 2015
  • 2227
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)