FIFA 16 - "რეალი" საუკეთესოა

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის "რეალი" 2015/16 წლების სეზონს უტიტულოდ შეხვდა, მადრიდული კლუბი, საქვეყნოდ ცნობილი თამაშის, FIFA-ს 2016 წლის ვერსიაში, მაინც საუკეთესოა. გუნდის ფეხბურთელების საერთო რეიტინგი 82.31 ბალით ფასდება, გასული სეზონის ტრიუმფატორის, კატალონიის "ბარსელონას" მოთამაშეების კი - 81.66-ით.


ეს ციფრი საშუალო რეიტინგია ყველა ფეხბურთელისა, რომლებიც კლუბში თამაშობენ, "რეალში" კი ასეთი 23 მოთამაშეა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ "თეთრების" 7 ფეხბურთელი FIFA 16-ის 50 საუკეთესოთა შორის მოხვდა. ესენი არიან: კრიშტიანუ რონალდუ (რეიტინგი - 93), ხამეს როდრიგესი, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი, სერხიო რამოს, გარეთ ბეილი (ყველა - 87), ქარიმ ბენზემა (86).

ცნობილია, რომ ზაფხილში Electronic Arts-სა და მადრიდის "რეალს" შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლის საშუალებითაც FIFA-ს მოყვარულები შეძლებენ, დეტალებში იხილონ "სანტიაგო ბერნაბეუ" და "რეალის" თითქმის ყველა ფეხბურთელის გრაფიკული გამოსახულება მაღალი ხარისხით.

წყარო: Merengues dle 10.1

  • Ricky.
  • 10 სექტემბერი 2015
  • 3518
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)