ოპერაცია დე ხეა - LIVE UPDATE

როგორც თქვენთვის ცნობილია, გუშინ თბილისის დროით 02:00 საათზე, ხოლო ესპანეთის დროით 24:00 საათზე ამოიწურა ფეხბურთელთა რეგისტრაციის ვადა. როგორც შემდგომში გახდა ცნობილი და როგორც სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთები იტყობინებიან, "მადრიდის რეალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" უთავბოლობის გამო, ფეხბურთელის რეგისტრაცია 24:00 საათამადე ვერ მოხერხდა. მხარეებმა სათანადო დოკუმენტების საბოლოოდ ატვირთვა 00:28 საათზე შეძლეს, რა დროსაც უკვე სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დახურული იყო.

აღნიშნულით დე ხეას საქმე არ დასრულებულა და როგორც კლუბის წარმომადგენლები აცხადებენ, "მადრიდის რეალი" აპირებს მიმართოს ფიფას და მოიპოვოს სათანადო უფლება ,დაარეგისტრიროს ფეხბურთელი.

დღევანდელი დღის ბოლომდე, ვეცდებით ყველა ის სიახლე, რომელიც შეეხება დე ხეას ტრანსფერს, შემოგთავაზოთ ერთ სტატიაში. შესაბამისად აღნიშნული სტატია, ახალი ინფორმაციის დადებისთანავე განახლდება.


15:43 Daily Mail დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედში" რჩება , "რეალს" საჩივარი არ შეუტანია - როგორც ჩანს, დე ხეას საგა დასრულა. ფიფაში არ ადასტურებენ, რომ "მადრიდის რეალის" მხირდან რამე საჩივარია შესული აღნიშნულ ტრანსფერთან დაკავშირებით.

15:25 MARCA.COM დე ხეა სასოწარკვეთილი - დავიდ დე ხეა დარწმუნებული იყო, რომ მისი ტრანსფერი მადრიდში შედგებოდა, მაგრამ როგორც ჩანს. "სანტიაგო ბერნაბეუს" რჩეული გოლკიპერად გახდომის ოცნება წარსულს ჩაბარდა სატრანსფერო ფანჯრის დახურვისთანავე. ფეხბურთელისთვის აღნიშნული ინფორმაცია ცივი შხაპივით იყო. ის იმედგაცრუებულია იმით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება მოუწევს.

15:20 AS.COM "მადრიდის რეალი ბრძოლას" არ აპირებს - "მადრიდის რეალი" არ აპირებს დე ხეასთვის ბრძოლას და ფიფასთვის შესაბამისი წინადადებით მიმართვას. ამის შესახებ კლუბი ოფიციალურ განცხადებას უახლოეს საათებში გამოაქვეყნებს.

15:15 MIRROR ჰქონდა თუ არა ადგილი საბოტაჟს "მადრიდის რეალის" პრეზიდენტის მხრიდან? - ესპანური და ინგლისური ტაბლოიდები არ გამორიცხავენ, რომ "მადრიდის რეალის" ყოვლისშემძლე პრეზიდენტის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბოტაჟს დე ხეას ტრანსფერთან დაკავშირებით. "მანჩესტერ იუნაიტედი" შესაძლოა გახდა ფლორენტინო პერესის მსხვერპლი, რომელმაც ვერ აიტანა, რომ ინგლისურმა კლუბმა არ დასწია ფასი დე ხეაზე, რის გამო, მან დოკუმენტები სპეციალურად დაგვიანებით გადააგზავნა.

ტაბლოიდები ირწმუნებიან, რომ ფლორენტინო პერესმა შეთანხმების ჩაშლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ღამის 11 საათისთვის მიიღო წინადადება, რომ კეილორ ნავასი ჩაერთოთ საქმეში. თავდაპირველად ასეც იგეგმებოდა, მაგრამ საბოლოოდ ფლორენტინო პერესმა გეგმები შეცვალა და სპეციალურად დაგვიანებით გადააგზავნა დოკუმენტები.

"იუნაიტედი" ირწმუნება, რომ მათ თავიანთი მხრიდან შეასრულეს ყველა საჭირო ვალდებულება და დროულად მიაწოდეს მეორე მხარეს დოკუმენტები, რისი დამატკიცებელი ფიფას მიერ სანქცირებული დოკუმენტები აქვთ კიდევაც.

14:55 AS.COM ფიფამ ანალოგიურ შემთხვევაში "ლევანტეს" ფეხბურთელის რეგისტრაციის უფლება არ მისცა - წინა ზამთრის სატრანსფერო ბაზრის დროს "ლევანტემ" ვერ შეძლო ბრაიან რუისის დამატება , ვინაიდან დოკუმენტების ატვირთა მოხდა რამოდენიმე წუთით გვიან სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ. ტრანსფერის განხორციელებიდან ათი დღის შემდეგ, ფიფამ შეატყობინა "ფულემს" და "ლევანტეს", რომ პროგრამაში დოკუმენტები დაგვიანებით იყო ატვირთული.

14:49 MIRROR გამომცემლობა EL Pais-ზე დაყრდნობით ინგლისური ტაბლოიდები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ესპანეთის პროფესიონალური ფეხბურთის ლიგა არ აპირებს ფეხბურთელთა რეგისტრაციისთვის ვადის გადახედვას და შესაბამისად "მადრიდის რეალი" ვერ შეძლებს დე ხეას დარეგისტრირებას ლა ლიგის მატჩებისთვის.

პროფესიონალური ფეხბურთის ლიგაში (LFP) აცხადებენ, რომ ფიფას არ აქვს იმის ძალაუფლება, მათ რამე უბრძანოს და აიძულოს ისინი "მადრიდის რეალს" დაარეგისტრირებინონ ფეხბურთელი.

"ვადა დასრულდა გუშინ საღამოს 00:00 საათზე და აღნიშნული ვადა ყველა კლუბისთვის საერთო იყო, არ ვაპირებთ გამონაკლისების დაშვებას" - აცხადებენ LFP-ს წარმომადგენლები EL Pais-თან საუბარში. dle 10.1

  • shvela
  • 1 სექტემბერი 2015
  • 5575
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)