ბენიტესი:„მსურს, რომ კეილორ ნავასი 90 წუთის უსაქმურად იჯდეს“

რაფაელ ბენიტესმა „ბეტისის“ დამარცხების შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა...


„გამარჯვებით ძალიან კმაყოფილი ვარ, გუნდმა შესანიშნავად წარმოაჩინა შესაძლებლობები და 3 ქულა დამსახურებულად ჩაიწერა აქტივში. 5 გოლი გავიტანეთ, საკუთარი კარი კი მშრალად შევინახეთ. ვფიქრობ, იდეალური შედეგი დაფიქსირდა.“

„ბეილმა, ხამეს როდრიგესმა და რონალდუმ შესანიშნავი წარმოდგენა დადგეს. არ შემიძლია აღნიშვნის გარეშე დავტოვო კეილორ ნავასის ბწყინვალე გარჯა. კოსტა-რიკელმა ფეხბურთელმა დიდი კლასი დაგვანახა. ეს ყველაფერი შრომისმოყვარეობის შედეგია.“

„მატჩი დიდი აგრესიით დავიწყეთ და ანგარიში მომენტალურად გავხსენით. დღევანდელ ფეხბურთში შეტევა და ინტენსივობა აუცილებელი პირობაა. გვქონდა გარკვეული ხარვეზები, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული არაფერი იყო.“

„გარეთ ბეილმა ერთმანეთზე უკეთესი გოლები გაიტანა. უელსელი ფეხბურთელი ბრწყინვალე ფორმაში შედის, ის დიდ დახმარებას გაგვიწევს.“

„მსურს, რომ კეილორ ნავასი 90 წუთის უსაქმურად იჯდეს, ვინაიდან ეს გუნდის კარგი თამაშის მანიშნებელი იქნება.“

„ჩვენ გვსურს მეტი თავისუფლება, თავდასხმაში სრული სიზუსტე და კიდევ უფრო მეტია ჰარმონია.“

„მოდრიჩი მხოლოდ იმიტომ შევცვალე, რომ სხვებისთვის შანსი მიმეცა. ვფიქრობ, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილია როტაცია უნდა მოხდეს, ამით ახალგაზრდები გამოცდილებას იღებენ, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს კი დასვენების საშუალება ეძლევათ.“

„3 გოლის გატანის შემდეგ ფეხბურთელებს სიმშვიდისკენ მოვუწოდე, ვინაიდან უკანა ხაზში ხარვეზები დავინახე, თუმცა ფეხბურთელბმა კიდევ შეძლოს მეტოქის კარის აღება, ვინაიდან „ბეტისი“ მოიშალა.“

„ხამეს როდრიგესი გვიან შემოგვიერთდა, მას დასვენების საშუალება მივეცით, მაგრამ აშკარად იგრძნობა, რომ კოლუმბიელი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია, მას დაღლილობა არ ეტყობა. პირიქით, რიტმი შენარჩუნებული აქვს.“

„კრიშტიანომ ვერ გაიტანა, მაგრამ ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. პორტუგალიელ ფეხბურთელს არაერთი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მეტოქეთა კარის დარაჯი მოწოდების სიმაღლეზე იდგა.“

„იტალიაში ტაქტიკურ მონახაზს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ესპანეთში კი ფეხბურთელთა თამაშის ხარიხს უფრო მეტი კოეფიციენტი ენიჭება. ლა ლიგაში არაერთი პროფესიონალია, რომელიც თავის საქმეს თვალწარმტაცად ასრულებს.“ dle 10.1

  • Hala
  • 30 აგვისტო 2015
  • 5808
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)