რონალდო: "ვცდილობ მუდამ საუკეთესო ფორმაში ვიყო"

კრიშტიანო რონალდომ ჟურმალისტებთან ისაუბრა.


"ჩემი მთავარი მიზანი ყოველი ახალი სეზონის დაწყებისას, საუკეთესოს წოდების მოპოვებაა. ამისთვის ბევრს ვშრომობ და ვცდილობ საწადელს მივაღწიო. წელსაც იგივე მიზნით დავიწყე სეზონი. ვაპირებ კვლავ დავამყარო რეკორდები და სამეფო კლუბის ისტორიაში ჩემი კვალი დავტოვო."

"ვთვლი, რომ ნორმალური ცხოვრების სტილი მაქვს. თავისუფალ დროს ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვატარებ. ყველაზე დიდ სიამოვნებას კი საღამოობით ჩემს შვილთან ერთად ფეხბურთის თამაში მანიჭებს."

"80 ან 90 წლამდე მინდა რომ ვიცხოვრო, რათა კარგად შევისწავლო ფეხბურთი. დარწმუნებული ვარ ეს სპორტი იმ პერიოდისთვის გასაოცარ ევოლუციას განიცდის."

"ჩემს ირგვლივ მყოფი ხალხი პოზიტიურ განწყობაზე მაყენებს. მათი თანადგომა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. სწორედ მათი გამხნევებით და გულშემატკივრობით მივაღწიე ამ დონემდე. მინდა ჩემს ფანებს დიდი მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის."

"და ბოლოს, მინდა განვაცხადო, რომ ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. ამ სპორტით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ და მინდა, რაც შეიძლება დიდი ხანი ვითამაშო."

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 29 აგვისტო 2015
  • 5346
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)