ბეილი: "ფანებს საუკეთესო სანახაობა უნდა შევთავაზოთ"

Realmadrid.com და Realmadrid TV გარეთ ბეილის ვრცელ ინტერვიუს ავრცელებს.


"ლა ლიგის პირველი საშინაო მატჩისთვის დიდი პასუხისმგებლობით ვემზადებით. ხიხონის "სპორტინგთან" უიღბლოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა "ბეტისის" დამარცხებას და ფანების გულების გახარებას ვგეგმავთ. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა მიმდინარე კვირისთვის."

"სეზონის სტარტზე თავს ფიზიკურად კარგად ვგრძნობ. წელს აუცილებლად ვიბრძოლებთ ტიტულების მოსაპოვებლად და ბოლომდე თუ დავიხარჯებით საწადელს აუცილებლად მივაღწევთ."

"ძალიან მომწონს ესპანეთის დედაქალაქი. ესპანეთში არის კარგი რესტორნები სადაც შეგიძლია საყვარელ ადამიანებთან ერთად ივახშმო და სასიამოვნო დრო გაატარო. აგრეთვე არის კარგი კლიმატი, რაც სპორტში და კერძოდ ფეხბურთში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ათლეტის ჯანმრთელობაზე. რაც შეეხება სიბელესს, ეს არის წარმოუდგენელი ადგილი."

"ჩვენი ახალი მწვრთნელით, რაფა ბენიტესით მოხიბლული ვარ. იგი უმაღლესი დონის სპეციალისტია და ჩვენგან ყოველთვის მაქსიმუმს მოითხოვს, როგორც ყველა ვარჯიშზე, ასევე ყველა მატჩში."

"ჩემი მთავარი მიზანი მიმდინარე სეზონში გუნდის დახმარებაა. მინდა, რომ ჩემს თანაგუნდელებთნ ერთად წარმატებული სეზონი ჩავატარო და უამრავი ტიტული მოვიგო. მადრიდის "რეალი" ერთ მუშტად არის შეკრულა და მზად არის ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან დასაპირისპირებლად."

"გუშინდელი დღესავით მახსოვს კოპა დელ რეისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებები. ეს იყო ჩემი მადრიდული კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ლისაბონის ფინალი. ის მატჩი ჩემი კარიერის საუკეთესო დაპირისპირება იყო."

"მეცინება, როდესაც "ფინალების ფეხბურთელს" მიწოდებენ. მართალია ფინალში გოლის გატანა საუკეთესო გრძნობაა, თუმცა მეტოქის კარის აღება იმდენად მიყვარს, რომ არც უბრალო დაპირისპირებებში ვამბობ ამაზე უარს (იცინის)."

"ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი საინტერესო იქნება. ეს საფეხური მარტივი გადასალახი არ არის, მითუმეტეს ახლა, როდესაც ძლიერ გუნდებთან მოგვიწევს პაექრობა. ყველა მატჩში ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, რათა მერვედფინალის საგზური მოვიპოვოთ."

"ასევე ჩემი ოცნება უელსის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და გაბრწყინებაა. მინდა, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო და ამისთვის უკან არაფერზე დავიხევ."

Realmadrid.com dle 10.1

  • Junior
  • 28 აგვისტო 2015
  • 3025
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)