ბენიტესმა პრეს-კონფერენცია გამართა

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, რაფა ბენიტესმა პრეს-კონფერენცია მარათა.


"ყველას ბოდიშს გიხდით, რადგან დღეს მხოლოდ ჩემს ფეხბურთელებზე და გუნდის სათამაშო გეგმებზე ვისაუბრებ. სხვა თემებს არ შევეხები, განსაკუთრებით სატრანსფერო მოვლენებს. ამ ეტაპზე მხოლოდ ჩემი შეგირდების მდგომარეობაზე ვფიქრობ."

ხამეს როდრიგესი - "კოლუმბიელი ნახევარმცველი უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე ფეხბურთელია. მან მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშა და კოპა ამერიკაზეც, რაც იმას ნიშნავს, რომ დასასვენებლად მცირე დრო ჰქონდა. ეს რაღაც მხრივ კარგია, რადგან ფორმიდან ამოვარდნას ვერ მოასწრებდა."

გუნდის შემადგენლობა - "25 კაციანი გუნდი სავსებით საკმარისია. ჩვენ კლუბიდან გავუშვით რამდენიმე მოთამაშე, თუმცა დარჩნენ ფეხბურთელები, რომელთაც უპრობლემოდ შეუძლიათ მინდორზე გამოსვლა და ძირითად შემადგენლობაში თამაში, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სასტარტო შემადგენლობის წევრი ტრავმას მიიღებს, ან შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს."

ბენზემა - "სამკვირიანი ინდივიდუალური ვარჯიშების შემდეგ, როგორც იქნა კარიმმა მიაღწია საწადელს და იგი გუნდს შეუერთდა. მისი ჯანმრთელობა ძალიან მადარდებდა და მიხარია, რომ მან შეძლო ტრავმის სრულად მოშუშება, თუმცა ვფიქრობ იგი ჯერ მზად არ არის სათამაშოდ."

ბეილი - "მესმის, რომ ისეთი სწრაფი ფეხბურთელი, როგორიც გარეთია ფლანგზე უნდა თამაშობდეს, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, რომ კრიშტიანო, ბენზემა, ისკო, ხამესი, ბეილი, ყველა ეს მოთამაშე გენერაციას განიცდის და მათთვის ახალი პოზიციების მოძებნა ურიგო ნამდვილად არ იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ უელსელი ვარსკვლავი ნახევარდაცვის ცენტრშიც განიცდის ადაპტაციას და ერთ-ერთი საუკეთესო გახდება. ნუ გავიწყდებათ, რომ ბეილი მცველი იყო და ეტაპობრივად მოახერხა განვითარება და დღეს დიდებულ შემტევად ჩამოყალიბდა."

"ბეტისი" - "ჩემი მომდევნო მეტოქე ესპანური ფეხბურთის ეტალონია. "ბეტისი" ბრძოლისუნარიანი გუნდია, რომელმაც იცის, თუ რას ნიშნავს სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ თამაში. დარწმუნებული ვარ იდეალური სანახაობის მომსწრენი გავხდებით."

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი - "საინტერესო ჯგუფში მოვხვდით. "პსჟ" ძალიან გამოცდილი და ძლიერი გუნდია. ჯგუფში ასევე გვყავ დონეცკის "შახტარი", რომელიც დაკომპლექტებულია სწრაფი და ნიჭიერი ბრაზილიელი ფეხბურთელებით. "მალმიოც" მებრძოლი გუნდია, რომელიც მარტივად არაფერს დათმობს."

ვან გაალის განწყობა დე ხეას მიმართ - "დავიდ დე ხეასთან არასდროს მისაუბრია. არ ვიცი როგორი ადამიანია იგი და აქედან გამომდინარე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ვან გაალი მაღალი დონის სპეციალისტია და სავარაუდოდ გაბრაზებულია დე ხეამ გუნდიდან წასვლის სურვილი რომ გამოთქვა."

ჩერიშევი: "რუსი ფეხბურთელი ძალიან მომწონს. იგი ყველა ვარჯიშზე ბოლომდე ირჯება, თუმცა ვერ გეტყვით მომავალში გააგრძელებს თუ არა იგი ჩემს გუნდში თამაშს. გადაწყვეტილება ჯერ არცერთ მხარეს არ მიუღია."

BBC - "გუნდში მოვედი და ჩემი პირველი თამაში ვერ მოვიგე. ამას კი იმას ვაბრალებ, რომ შეტევის ხაზი სათანადოდ ვერ მოვამზადე. შემიძლია მინდორზე გამოვიყვანო ლუკას ვასკესი, რომელიც ჩემს მითითებებს პირნათლად შეასრულებს, თუმცა რაც შეეხება BBC-ს, ეს ტრიო შეუდარებელია და ჩემი მადრიდული კარიერის განმავლობაში ბენზემა, ბეილი და კრიშტიანო მუდამ სასტარტოში იქნებიან."

As.com dle 10.1

  • Junior
  • 28 აგვისტო 2015
  • 5499
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)