ბენიტესი: "თავდამსხმელის დამატებას არ ვსაჭიროებთ"

სამეფო კლუბის რიგებში პირველი ოფიციალური მატჩის წინ, ესპანელმა თავკაცმა რაფა ბენიტესმა, ჟურნალისტების კითხვებს ამომწურავად უპასუხა.


"რა თქმა უნდა, ლუის ენრიკე იფიქრებს, რომ თავისი გუნდი ფავორიტია.ამაში არაფერია გასაკვირი.ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს და თავდაუზოგავად ვიბრძოლებთ ტიტულისათვის."

"ხვალ ემოციურად დატვირთული დღე იქნება, რამეთუ პირველ ოფიციალურ პაექრობას ჩავატარებ.პარალელურად, განსაკუთრებულად ველოდები საშინაო შეხვედრასა და "ბერნაბეუზე" გამოსვლას, სადაც წლების წინ, ტრიბუნიდან ვქომაგობდი საყვარელ გუნდს.ვამაყობ ამით და ვიმედოვნებ, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ."

"სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ჩამომიწერია სასტარტო შემადგენლობა."

"არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, რომ ბენზემა დიდებული ფორვარდია.ამასთანავე, გვყავს რონალდუ, ხესე და მაიორალი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მომენტისათვის, თავდამსხმელის მოყვანას არ ვსაჭიროებთ."

"კრიშტიანუ ცენტრალური თავდამსხმეის პოზიციაზე? თუ ამის აუცილებლობა იქნება, რასაკვირველია, პორტუგალიელი შუაში გადაიწევს.ფეხბურთელებს სრულ თავისუფლებას მივცემ, რათა ხელი შევუწყო მათი შემოქმედებითობისა და ნიჭის გამოვლეას.ჩემი სურვილია, რომ რონალდუმ კომფორტულად იგრძნოს თავი და ბევრი გოლი გაიტანოს."

"ნამდვილად დიდებული შემადგენლობა გვყავს, რაც ძალიან მახარებს.ჩემი მოვალეობაა, რომ მოთამაშეები უკეთესად ავათამაშო."

"წინ რთული შეხვედრა გველოდება და მხოლოდ თავდაჯერებული ბურთაობის შემთხვევაში დავაფიქსირებთ სასურველ შედეგს."სპორტინგი" მებრძოლი გუნდია, თუმცა "რეალი" 3 ქულისთვის ჩადის ხიხონში."

"გამომდინარე იქედან, რომ მადრიდისტა ვარ, ზუსტად ვიცი ქომაგების გრძნობები.მათი სურვილია, ყველა ტურნირზე წარმატების მიღწევა.ვეცდებით, ნაყოფიერად დავიწყოთ ტურნირი და შემდეგ, ყველა მატჩში 3 ქულა ავიღოთ."

"კაზემირო ჩვენი გასახდელის მნიშვნელოვანი წევრია.მას ყოველთვის სარგებელი მოაქვს გუნდისათვის.რა თქმა უნდა, მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს, რათა საჭიროების შემთხვევაში 100 პროცენტით დაიხარჯოს.ბრაზილიელს ბევრი დადებითი თვისება აქვს.სათადარიგო ფეხბურთელებმა ბევრი უნდა იმუშავონ."

"კმაყოფილი ვარ მეკარეებით.ნავასი პროფესიონალი კარის დარაჯია და მოგვწონს მისი თამაში.დე ხეაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ის სხვა კლუბის წევრია."

"ცხადია, ზეწოლისთვის მზად ვარ."რეალის" დიადი ისტორიიდან გამომდინარე, არავის უკვირს ასეთი გარემო.ტიტულების მოგება, ჩვენი გამოწვევაა.რაც მთავარია, კლუბს გააჩნია იმის რესურსი, რომ წარმატებული სეზონი ჩაატაროს."

AS dle 10.1

  • nodarii
  • 22 აგვისტო 2015
  • 3454
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)