პეპე:„არასდროს დავკარგავ ენთუზიაზმს“

ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, პეპემ მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა...


„არასდროს დამიკარგია ის ენთუზიაზმი, რომელიც აქ ჩამოსვლის დღიდან მქონდა. მადრიდი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. დღეს კონტრაქტი გავახანგრძლივე და თავს ზუსტად ისე ვგრძნობ, როგორც 8 წლის წინ. როდესაც პატარა ვიყავი „რეალში“ თამაშზე ვოცნებობდი. ვამაყობ, რომ მადრიდული გიგანტის კარის უსაფრთხოებაზე ვზრუნავ. მადრიდის „რეალი“ ჩემთვის უპირვლესია.“

გილოცავთ პეპე!

„დიდი მადლობა. საბედნიეროდ, 2017 წლამდე სამეფო კლუბში დარჩენის საშუალება მომეცა. აქ უდიდეს სითბოსა და სიყვარულს ვრძნობ, როგორც კლუბის ხელმძღვანელობის, ასევე გულშემატკივრების მხრიდან. მთავარი სწორედ ეს გახლავთ.“

ნამდვილად ბედნიერად გამოიყურებით

„დიახ, უბედნიერესი ვარ. ყოველთვის მსურდა ჩემი ბედის „რეალთან“ დაკავშირება. განგებამ ასე ინება, უკვე მრავალი წელია თეთრი მაისური მაცვია, დღეს კი შანსი მომეცა კიდევ დავრჩე დედაქალაქურ კოლექტივში. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „რეალში“ თამაში არის ყველაზე დიდი მოვლენა, რაც შეიძლება შენს ცხოვრებაში მოხდს.“

სამეფო კლუბში დიდი გამოცდილება მიიღეთ?

„რა თქმა უნდა. აქ ხომ ყველაზე დიდი მოთხოვნებია. დედაქალაქში გადმოსვლის შემდეგ ძალიან დავიხვეწე და ბევრი რამ განვავითარე, სხვაგვარად ვერც იქნებოდა. ახლა კი მაქვს შანსი, 2017 წლამდე, კიდევ ბევრი რამ ვისწავლო და კლუბს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.“

რას გრძნობთ, როდესაც გაცვიათ მადრიდული გიგანტის მაისური?

„უდიდეს სიამაყეს. არ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც მადრიდული გუნდის მაისურის მორგება არ სურს, ვინაიდან ეს კლუბი მსოფლიოში საუკეთესოა. იგივე ენთუზიაზმით ვთამაშობ, როგორც წლების წინ, სწორედ არის მოტივაცია და გამოწვევა სახელად - „რეალი“.“

მეცხრე სეზონს იწყებთ, თქვენ ჩაეწერებით „რეალის“ ისტორიაში...

„ბედნიერი ვარ, რომ ამდენი წლის მანძილზე დედაქალაქური კლუბის ღირსების დაცვის შესაძლებლობა მაქვს. „ბლანკოსმა“ ყველაფერი მომცა და კარიერული თვალსაზრისით გამზარდა. ვომედოვნებ, ისეთივე საჭირო ფიგურა ვიქნები, როგორიც აქამდე ვიყავი.“

„რეალში“ გადასვლას მაშინვე დათანხმდით?

„რა თქმა უნდა. როდესაც მადრიდიდან დაირეკა, არ მჯეროდა, მაგრამ ნელ-ნელა გავაცნობიერე, რომ ოცნების ახდენის საშუალება მომეცა. ჩემი ოცნება კი პატარაობიდან ერთი იყო. სამეფო კლუბის მაისურის მორგება უდიდესი პატივია. უბედნიერესი ვიყავი, ის წუთები არასდროს დამავიწყდება, რადგან განსაკუთრებული იყო.“

შეგიძლია გაიხსენოთ საუკეთესო მომენტი?

„დედაქალაქში თავს ძალიან ბევრ რამ გადამხდა, რაც მაბედნიერებდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგებამ ყოველგვარ სიხარულს გადააჭარბა. „ლა დესიმა“ განსაკუთრებული იყო, აქედან გამომდინარე მას ვერაფერს შევადარებ.“

ფიქრობთ, რომ გულშემატკივრებს უყვარხართ?

„დიახ. ქომაგებისგან ყოველთვის ვგრძნობ დიდ მხარდაჭერას, რაც მაძლიერებს. მქონდა რთული პერიოდები, უსერიოზულესი ტრავმები და ასე შემდეგ, მაგრამ დედაქალაქი ფეხბურთით არის მოცული, ყოველთვის ვგრძნობდი სიყვარულს და პატივისცემას.“

როგორ ახერხებთ ფორმის შენარჩუნებას? თქვენ სტაბილურობით გამოირჩევით?

„ეს ყველაფერი დიდი შრომის შედეგია. დედაქალაქში უდიდესი კონკურენცია და მოთხოვნებია, რომელსაც უნდა აუბა მხარი, სხვაგვარად ვერაფერს მიაღწევ. თითოეულ ვარჯიშზე მაქსიმალურად ვიხარჯები იმისათვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვიდგე.“

რას იტყვით რაფაელ ბენიტესზე?

„ეს არის მწვრთნელი, რომელსაც დიდი გამოცდილება უმაგრებს მხარს და ბევრი შრომა უყვარს. ესპანელი სპეციალისტი არასდროს იღლება. ბენიტესს სურს, რომ მაქსიმალურად კარგ ფორმაში შევხვდეთ ლა ლიგის სტარტს.“

დანილოზე და კოვაჩიჩზე რას გვეტყვით?

„ბრაზილიელი განაპირა მცველი ჩემსავით „პორტუდან“ დაგვემატა. ის ახალგაზრდა და ძალით სავსე ფეხბურთელია, რომელიც ადაპტაციას გადის. მატეო კოვაჩიჩმა „ინტერში“ თამაშით ყველას ყურადღება მიიპყრო. ვფიქრობ, ორივე ფეხბურთელი დაეხმარება კოლექტივს.“

რას ველოდოთ სეზონის წინ?

„მადრიდის „რეალის“ ქომაგები ყოველთვის ყველა ტიტულს ელოდებიან და ეს ნორმალურიც არის, რადგან „რეალს“ აბსოლუტური რესურსი აქვს. მეტოქეებს პატივი უნდა ვცეთ, რადგან ევროპაში რამდენიმე ძალიან მაღალი დონის კლუბია, ბევრი უნდა ვიშრომოთ და თითოეულ მატჩს სერიოზულად მივუდგეთ. ამ შემთხვევაში შევძლებთ ტიტულების მოგებას.“ dle 10.1

  • Hala
  • 22 აგვისტო 2015
  • 1643
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)