კოვაჩიჩი: "ბენიტესთან მუშაობა ჩემთვის დიდი პატივია"

მადრიდის "რეალის" ხორვატმა ახალწვეულმა Realmadrid.com -თან ინტერვიუ ჩაწერა...


როგორ იგრძენით თავი "სანტიაგო ბერნაბეუზე" ?

ეს ჩემთვის და ყველა ფეხბურთელისთვის ოცნებაა. ეს ოცნება მე 21 წლის ასაკში ამიხდა. მინდა კლუბის უკლებლივ ყველა წევრს მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის. თავი სიზმარში მგონია. მეც და ჩემი ოჯახიც ძალზედ გახარებული ვართ აქ ყოფნით და ვიმედოვნებ, რომ კიდევ დიდხანს მომიწევს აქ დარჩენა.

ამ მომენტზე ბავშვობაშიც ოცნებობდით?

მარტო მე არ ვოცნებოდი, ეს ჩემი აზრით ყველა მოთამაშის ოცნებაა. მე ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი თუ ეს ოცნება ასე მალე ამიხდებოდა. არასდროს დამავიწყდება ჩემი პრეზენტაცია.

რა არის თქვენი მიზანი ამ ახალი გამოწვევისას?

პირველ რიგში ადაპტაცია უნდა გავიარო გუნდთან და რაც შეიძლება მეტი ვისწავლო თანაგუნდელებისგან. მადრიდის "რეალი" არის კლუბი, რომელიც მიზანმიმართულია ტიტულების მოსაგებად და მასთან ერთად მეც მინდა რაც შეიძლება მეტი მოვიგო.

რამ განგაცვიფრათ ყველაზე მეტად მას შემდეგ,რაც შეუერთდით მადრიდის "რეალს"?

ყველაფერმა, კლუბის ორგანიზებამ, ხალხმა, რომელსაც შევხვდი. უკვე თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში.

როგორ აღწერთ თქვენს სათამაშო სტილს? ვინ არის მატეო კოვაჩიჩი მოედანზე?

რთულია ისაუბრო საკუთარ თავზე და არც მიყვარს ამის გაკეთება. ამ კითხვას პასუხი მაშინ გაეცემა, როცა პირველ მატჩს გავმართავ.

რა არის თქვენი ადრეული ბავშვობის მოგონება?

მე მახსოვს, როგორ წამიყვანა დედამ პირველ ვარჯიშზე. ყველა მიხვდა, რომ მე კარგი მოთამაშე ვიყავი და მაშინვე ამიყვანეს. ჩემი ოცნება სულ იყო, რომ ისეთ დიდებულ კლუბში მეთამაშა, როგორიც მადრიდის "რეალია".

რა არის თქვენი პირველი მოგონება მადრიდის "რეალთან"?

პირველი საფეხბურთო კლუბი, რომელიც ვიცოდი, ეს მადრიდის "რეალია". ახლა კი მე ამ კლუბს შევუერთდი. ადრე ყველა ჩემი თანაგუნდელი აქ თამაშზე ოცნებობდა. ახლაც მიჭირს იმის დაჯერება, რომ მე აქ ვარ.

თქენ უკანასკნელი 2 წელიწად ნახევარი იტალიაში გაატარეთ. ამ ხნის განმავლობაში რა ისწავლეთ ცხოვრებასა და ფეხბურთში?

მე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, არამარტო ფეხბურთში. ორ წელიწადნახევარი გავატარე "ინტერში" და მე თითოეული კლუბის წევრის მადლიერი ვარ. მე იქ საოცარი პერიოდი გავატარე. ახალი გამოწვევა მივიღე მადრიდის "რეალის" სახით და ახლა მთლიანად ჩემს ახალ გუნდზე ვარ კონცენტრირებული.

იტალიაში ასპარეზობისას, თქვენ არაერთხელ მოგიწიათ ბენიტესის წინააღმდეგ თამაში. რა იცით თქვენი ახალი მწვრთნელის შესახებ ?

ის დიდებული მწვრთნელია, მას უამრავი ტიტული აქვს მოგებული. ჩემთვის პატივია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელთან მომიწევს მუშაობა. რამდენჯერმე მომიწია მისი გაწვრთნილი გუნდის წინააღმდეგ თამაში. ჩემი აზრით ის იმსახურებს მადრიდის "რეალის" დამრიგებლის თანამდებობას.

რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება ლუკა მოდრიჩი თქვენი ცხოვრების ახალ ეტაპზე?

მხარდაჭერა ისეთი ფეხბურთელისგან, როგორიც ლუკა მოდრიჩია, ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ის აქ უკვე რამდენიმე წელი არის და ვიმედოვნებ, რომ ის ძალიან ბევრ რამეს მასწავლის. ვიმედოვნებ, რომ ერთად წლების განმავლობაში ვითამაშებთ.

როგორ ფიქრობთ, ახალ გამოწვევას კარიერის საუკეთესო დროს შეხვდით, თუ მატეო კოვაჩიჩი მომდევნო სეზონების განმავლობაში კიდევ უფრო მოუმატებს?

მე ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვარ. დარწმუნებული ვარ თანაგუნდელებისგან ძალიან ბევრ რამეს ვისწავლი. ჯერ კიდევ უამრავი რამ მაქვს გასაუმჯობესებელი. ვიმედოვნებ, რომ მოედანზე დავამტკიცებ ამას. ალბათ იქნება რთული მომენტებიც, ამაში ეჭვიც არ მეპარება. გუნდში შესანიშნავი ფეხბურთელებია და მე მომიწევს იმის წარმოჩენა თუ რაოდენ კარგი ვარ.

სამშაბათს თქვენ მოგეცათ საშუალება, თვალი გედევნებინათ "ბერნაბეუს" თასის მატჩისთვის. რას გრძნობდით, როცა თქვენს ახალ თანაგუნდელებს უყურებდით, თუ როგორ თამაშობდნენ?

მე სტადიონზე არ ვყოფილვარ. მატჩს ტელევიზიის საშუალებით ვადევნე თვალი. ვიგრძენი, რომ "ბერნაბეუ" ერთი დიდი ოჯახია საოცარი ატმოსფეროთი. მინდა, რომ ყოველივე ეს მოედნიდან გამოვცადო.

ეჭგარეშეა, რომ თქვენ უკვე შეგიძლიათ "ბერნაბეუზე" თამაში.

აბსოლუტურად. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონია,საუკეთესო გუნდით მსოფლიოში და მე სულ მალე სწორედ აქ ვითამაშებ. ეს ჩემთვის უდიდესი პატივია. იმედი მაქვს, რომ მადრიდის "რეალის" ქომაგებს იმის საშუალებას მივცემ, რომ რაც შეიძლება მეტი იყვირონ.

და დადგა მომენტი გაუგგზავნოთ გზავნილი თქვენს გულშემატკივრებს.

მადლობა ყველას იმ უდიდესი მხარდაჭერისთვის, რაც მივიღე. ვიმედოვნებ უდიდეს სასიხარულო მომენტებს ერთად გავიზიარებთ. HALA MAdrid! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)