კოვაჩიჩი: "დიდი გამოწვევა მივიღე"

მადრიდის "რეალის" ახალწვეულმა, მატეო კოვაჩიჩმა პირველი პრეს-კონფერენცია გამართა.


"მე დღეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბთან გავაფორმე ხელშეკრულება. უზომოდ ბედნიერი ვარ. შანსი მომეცა ისეთ დიდ კლუბში გამოვიჩინო თავი, როგორიც მადრიდის "რეალია". მოხარული ვარ ასევე გულშემატკივრების პატივისცემით და თანადგომით. მინდა მათ უღმესი მადლობა გადავუხადო."

"ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ჩემთვისაც და ჩემი ოჯახისთვისაც ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს მოვკიდე ხელი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდის ხელმძღვანელობის, სამწვრთნელო შტაბის, გულშემატკივრების და რაღა თქმა უნდა, ჩემი ოჯახის წევრების იმედები გავამართლო. მოსალოდნელი სირთულეები წინ მაქვს და დარწმუნებული ვარ მათ აუცილებლად გადავლახავ."

"რა პოზიციაზე მომიწევს თამაში ჯერ-ჯერობით არ ვიცი. ვეცდები ვარჯიშებზე ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო და ამის შემდეგ მწვრთნელი გადაწყვეტს თუ სად განმამწესებს. რაფა ბენიტესს "ნაპოლიდან" ვიცნობ და ძალიან გამიხარდა მისი დამრიგებლობის ქვეშ რომ მომიწევს თამაში. იგი უმაღლესი დონის სპეციალისტია და დარწმუნებული ვარ ერთად წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ."

"ჯერ-ჯერობით ჩემს ახალ თანაგუნდელებს არ შევხვედრივარ, თუმცა ვიცი რომ ისინი მეგობრულად არიან განწყობილი თითოეული ახალწვეულის მიმართ. მინდა აღვნიშნო კრიშტიანო რონალდოს შესაძლებლობები. მის თამაშს ხშირად ვუყურებდი და ყოველთვის მიკვირდა, როგორ ახერხებდა ამდენი გოლის გატანას. საბედნიეროდ სულ მალე მე მის გვერდით მომიწევს თამაში."

"მე ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარ, რომელმაც კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს. ახალ ჩამოყალიბების და დახვეწის პროცესში ვარ. მადრიდის "რეალთან" ერთად კიდევ დიდ გამოცდილებას მივიღებ."

"მინდა აღვნიშნო აგრეთვე ისიც, რომ მადრიდის "რეალში" დამხვდა ჩემი მეგობარი ლუკა მოდრიჩი. იგი უნიკალური ფეხბურთელი და პიროვნებაა. ნამდვილი პროფესიონალი. ჩემს ტრანსფერში ნაწილობით მანაც ითამაშა გარკვეული როლი."

Realmadrid.com dle 10.1

  • Junior
  • 19 აგვისტო 2015
  • 2105
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)