ბენიტესი:„ბერნაბეუზე დაბრუნება ამაღელვებელი იყო“

რაფაელ ბენიტესმა „გალათასარაის“ დამარცხების შემდეგ ვრცელი პრეს-კონფერენცია გამართა და აქტუალურ თემებზე ისაუბრა...


„თუ გუნდი ასე გააგრძელებს მუშაობას, წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ. ყველა კომპონენტით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ვიმედოვნებ, ხარვეზებს დროულად აღმოვფხვრით.“

„გასაუმჯობესებლად ყველა რესურსი გვაქვს. თურქების წინააღმდეგ 2-ჯერ შევძელით მეტოქის კარის აღება, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ უამრავი მომენტი გავუშვით ხელიდან, რაც არაფრით არ შეიძლება.“

„მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ბერნაბეუზე გამოვცხადდი და სიტუაცია მოვინახულე. ჩემთვის ამაღელვებელი იყო მშობლიურ სტადიონზე დაბრუნება.“

„სასტარტო თერთმეტეული? ვფიქრობ, ამ მატჩში მონაწილე სასტარტო შემდაგენლობიდან უმეტესობა „სპორტინგის“ წინააღმდეგაც ითამაშებს.“

„კოვაჩიჩის სახით ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი დავიმატეთ, რომელიც დიდ სამსახურს გაგვიწევს. კარლო ანჩელოტის მწვრთნელობის მეორე სეზონში, ლუკა მოდრიჩს ხშირად ჰქონდა პრობლემები, მის შეცვლას კი იტალიელი ვერ ახერხებდა. ვფიქრობ, კოვაჩიჩის დამატებით ეს პრობლემა მოიხსნება. ხორვატი ფეხბურთელი ძალიან დინამიური და ბრძოლისუნარიანია, მას ერთბაშად რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში.“

„სერხიო რამოსის ახალი კონტრაქტი მნიშვნელოვანი იყო, ის ქარიზმატული ფეხბურთელია. მომდევნო წლებში კაპიტანი მოწოდების სიმაღლეზე იდგება.“

„ხამესი, გარეთ ბეილი და ისკო ხშირად იცვლიან პოზიციებს, ეს გასაკვირი არც არის, რადგან მობილური ფეხბურთელები არიან. ბეილს ხშირად მოსწონს სივრცის შექმნა და აქცენტის სისწრაფეზე გაკეთება, უელსელი ფეხბურთელი გუნდში დიდ საქმეს აკეთებს.“

„მიხარია, რომ კეილორ ნავასის, კიკო კასილიას და რუბენ იანიესის დონის კიპერები მყავს. მათ ხელში გუნდის კარი საიმედოდ არის დაცული.“

„არაერთი გამოუყენებელი მომენტი დაფიქსირდა. კრიშტიანო რონალდუს, ბეილს და ხამესს რამდენიმე მომენტში უნდა გაეტანათ, მაგრამ ეს ფეხბურთია, სადაც ყველაფერი ხდება, აქედან გამომდინარე შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.“

„ფანებს დიდ მადლობას ვუხდი და ვიმედოვნებ, მთელი სეზონის მანძილზე მხურვალე მხარდაჭერას გამოგვიცხადებენ.“

„ხამეს როდრიგესი შედარებით გვიან შემოგვიერთდა და საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ ის ხშირად იცვლის პოზიციებს და თანაგუნდელების დახმარებას ცდილობს.“

„ბენზემას და პეპეს დანაკლისი ნამდვილად სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ გვაქვს რესურსი. ხესე უჩვეულო პოზიციაზე ირჯება, მაგრამ საკმაოდ ნაყოფიერად თამაშობს, პეპეს შემცვლელი კი რაფაელ ვარანია, რომელიც სულ მალე დაგვიბრუნდება.“

„ასენსიო მადრიდის „რეალს“ დატოვებს. ჩვენ გვყავს ისკო, ხამესი და სხვა ფეხბურთელები, აქედან გამომდინარე მას სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მოუწევდა, რაც არც მე მაწყობს და არც მარკოს. ახალგაზრდა ესპანელს უდიდეს პატივს ვცემ და სწორედ აქედან საჭიროდ ვთვლი, სხვა გუნდში იჯარის წესით გავუშვა და უფრო გამოცდილი დავიბრუნო. ასენსიოში უდიდესი ტალანტი დევს, რომლის დაკარგვა არ შეიძლება.“

„ძალიან ძლიერი კოლექტივი მყავს. კმაყოფილი ვიქნები თუ ცვლილებები აღარ მოხდება, თუმცა არც მატებაზე ვიტყოდი უარს. ეს ჩემი საქმე არ არის. ახლა ორიენტაციას მხოლოდ ლა ლიგის პირველ ტურზე ვახდენ.“ dle 10.1

  • Hala
  • 19 აგვისტო 2015
  • 3646
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მესი 12
2 ბენზემა 11
3 სუარესი 8
4 ლორენი 8

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 6 5 1 0 16
2 რეალი 6 3 2 1 11
3 ბრიუგე 6 0 3 3 3
4 გალათასარაი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2019 (147)
ნოემბერი 2019 (406)
ოქტომბერი 2019 (366)
სექტემბერი 2019 (378)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)