პერესი: "რამოსი კარიერას რეალში დაასრულებს"

მადრიდის რეალის პრეზიდენტმა სერხიო რამოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ისაუბრა.


"მადრიდის რეალმა რამოსთან ხუთი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი, რა თქამა უნდა ეს სასიხარულო ამბავია. რამოსი მადრიდიზმის სიმბოლოა, მისი გამორჩეული ხასიათით, თამაშის წყურვილითა და დიდი გულით. სწორედ ამიტომ, რამოსი სამუდამოდ მადრიდის რეალში უნდა დარჩეს."

"ჩემთვის მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება ძალიან ემოციური მომენტია. ზუსტად 10 წლის წინ 19 წლის ყმაწვილი სევილიური გუნდისგან შევიძინეთ. ჩემს თვალწინ ის ჩამოყალიბდა კაცად და გამორჩეულ ფეხბურთელად. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის უკვე არის რეალის ლეგენდა 445 მატჩითა და 55 გოლით."

"ყველაზე გასაოცარი კი ის არის, რომ მან რეალთან ერთად აბსოლუტურად ყველაფერი მოიგო, მაგრამ მისი ჟინი დაკმაყოფილებული არ არის. ის წარუძღვება გუნდს ახალი მწვერვალებისკენ."

"სერხიო რამოსი ყოველთვის სერხიო რამოსი იქნება. ფეხბურთელი, რომელიც არასოდეს ნებდება! სერხიო, შენი ნიჭითა და შრომისუნარიანობით, მოახერხე და ყოველი მადრიდისტას გული მოიგე. დღეს კი შენ გვჭირდები იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე!"

"2005 წელს სერხიო რეალში ისტორიის შესაქმნელად მოვიდა, დღევანდელი გადმოსახედიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან თავისი ხელით დაწერა ბლანკოსის ისტორია და არის მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ლიდერი. დღეიდან კი ახალი ათვლის წერტილი გვაქვს, საიდანაც გაგრძელდება ისტორიის წერა."

"მეთერთმეტე სეზონი სამეფო კლუბში, ამით ყველაფერია ნათქვამი. ახლა უკვე ახალ როლში, კაპიტნის სამკლაურით. დარწმუნებული ვარ რამოსი ისეთივე სიამაყით გაიკეთებს მას, როგორც ამას იკერ კასილასი აკეთებდა!"
dle 10.1

  • Junior
  • 18 აგვისტო 2015
  • 1942
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)