ახალი გეგმა დე ხეას თაობაზე

"ESPN"-ის ცნობით, "რეალ მადრიდის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა დევიდ დე ხეას ტრანსფერი მომავალ წლამდე გადადოს.


დედაქალაქელების აზრით, გუნდში უკვე საკმაოდ დიდი კონკურენციაა მეკარის პოზიციაზე და მიმდინარე სეზონში ახალი გოლკიპერის შეძენის აუცილებლობა ნამდვილად არ არის.

"რეალის" პრეზიდენტი მზადაა, კიდევ ერთი სეზონი გაატაროს დე ხეას გარეშე. ფლორენტინოსათვის ეს გადაწყვეტილება ფინანსურადაც მომგებიანი იქნება. როგორც იცით, ესპანელ კიპერს მომავალ წელს ეწურება კონტრაქტი "მანჩესტერ იუნაიტედთან". იმ შემთხვევაში, თუ დევიდი უარს იტყვის კარიერის ინგლისში გაგრძელებაზე, "სამეფო კლუბი" მას უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოიბირებს.

თუმცა, არსებობს იმის შანსიც, რომ დე ხეა არ დაელოდება "რეალს" და გაახანგრძლივებს კონტრაქტს წითელ ეშმაკებთან ან გადავა სხვა რომელიმე კლუბში. ფლორენტინოს ამ შემთხვევისთვისაც აქვს გეგმა შემუშავებული.

როგორც გამოცემა "ESPN" იუწყება, პერესმა უკვე გააკეთა პირადი შეთავაზება ესპანელისათვის, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: მადრიდელები მას გადაუხდიან 16.9 მილიონ ევროს წინასწარი ხელფასის სახით, სანაცვლოდ კი მოითხოვენ კიპერმა უარი თქვას ნებისმიერი გუნდისაგან მიღებულ ნებისმიერ შემოთავაზებაზე.

შეთავაზება გაკეთებულია, ჯერი ესპანელზეა. მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ ვან გაალის ჯიუტობის გამო, შესაძლოა სეზონის უმეტესი ნაწილის გატარება სათადარიგოთა სკამზე მოუწიოს.

AS dle 10.1

  • riki_22
  • 18 აგვისტო 2015
  • 2578
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (190)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)