5 ვარიანტი შეტევის გასაძლიერებლად

წინა-სასეზონო მოსამზადებელ მატჩებში კარგად გამოჩნდა, რომ "სამეფო კლუბს" აუცილებლად ესაჭიროება ფორვარდი, რომელიც ბენზემას არყოფნის დროს მის ფუნქციებს შეითავსებს.


პრესაში ვრცელდება განსხვავებული ინფორმაციები იმის შესახებ თუ ვინ მოირგებს "რეალის" მაისურს. ჯერ-ჯერობით სატრანსფერო ჭორებში შემდეგი 5 ფეხბურთელი ლიდერობს:

ფერნანდო ლორენტე - განსხვავებული და უნიკალური ცხრიანი

5 ვარიანტი შეტევის გასაძლიერებლად


ესპანელის შანსები ძირითად შემადგენლობაში ძალიან შემცირდა მარიო მანძუკიჩისა და პაულო დიბალას "იუვენტუსში" მისვლის შემდეგ. ლორენტე - მაღალი და ტექნიკური ფეხბურთელია რომელსაც უკვე 30 წელი შეუსრულდა. მას 2017 წლამდე აკავშრებს კონტრაქტი "ბებერ ქალბატონებთან". ბასკი ფორვარდის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ სევილიელებიც.

ალვარო მორატა - კლუბის, ბენიტესისა და ფანების რჩეული

5 ვარიანტი შეტევის გასაძლიერებლად


გასულ სეზონში "რეალმა" 22 მილიონი ევრო მიიღო ალვაროს სანაცვლოდ, რომელმაც "იუვენტუსის" ფორმა მოირგო. აღსანიშნავია, რომ კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, ფლორენტინო პერესს უფლება აქვს ესპანელი მშობლიურ ქვეყანაში დააბრუნოს 30 მილიონ ევროდ. მორატამ ტურინში ნამდვილად მოახერხა შთაბეჭდილების მოხდენა, თანაც ცნობილი ფაქტია, რომ მას ივლისში საჯარო უთანხმოება ჰქონდა მასიმილიანო ალეგრისთან.

სერხიო აგუერო - ბოლო წუთის გალაქტიკო

5 ვარიანტი შეტევის გასაძლიერებლად


"პრემიერ ლიგის" გასული სეზონის ბომბარდირი 26 გოლით. ფლორენტინო პერესი არგენტინელის შეძენას ჯერ კიდევ მაშინ ცდილობდა, როდესაც ის "ატლეტიკოს" რიგებში ირიცხებოდა. სერხიოს "მანჩესტერთან" 2019 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი და მისი ფასი 70 მილიონ ევროს შეადგენს.

ედინსონ კავანი - ურუგვაელი მატადორი

5 ვარიანტი შეტევის გასაძლიერებლად


კავანი ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ითვლება "პსჟ"-ში. პერესი ხვდება, რომ ის ძალიან გამოადგება "სამეფო კლუბს". თუმცა, "პსჟ" არის გუნდი, რომლის განაწყენებაც ნამდვილად არ სურს ფლორენტინოს კლუბის მფლობელ, ნასერ ალ-ხელაიფისთან მეგობრობის გამო. ასევე, "ბლანკოსის" პრეზიდენტი შიშობს, რომ ის მიიღებს კონტრ-შემოთავაზებას კრიშტიანუ რონალდუს თაობაზე.

რობერტ ლევანდოვსკი - თითქმის შეუსრულებელი მისია

5 ვარიანტი შეტევის გასაძლიერებლად


არავის დავიწყებია პოლონელის 4 გოლი "რეალის" კარში "ჩემპიონთა ლიგის" ნახევარფინალში. მიუხედავად მადრიდელების არც თუ ისე კარგი დამოკიდებულებისა ლევანდოვსკის მიმართ, მისი დონის ფორვარდი ნამდვილად ესაჭიროება გუნდს, მაგრამ მისი გადმობირება თავად პერესისთვისაც კი ურთულესი იქნება. მას კონტრაქტი 2019 წელს ეწურება და წელიწადში 8.5 მილიონ ევროს იღებს.

AS dle 10.1

  • riki_22
  • 16 აგვისტო 2015
  • 6122
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)