ბენიტესის სამიზნეები

რაფა ბენიტესი კიდევ ორ პოზიციაზე აპირებს გუნდის გაძლიერებას.


"რეალის" თავკაცი, რაფა ბენიტესი ძალიან კმაყოფილია თავისი შეგირდებით, რაც არაერთხელ განუცხადებია საჯაროდ. ესპანელი არც პრე-სეზონის მატჩებით უნდა იყოს იმედგაცრუებული, რომლებისთვისაც უმძიმესი სამუშაო და შრომა გაიღეს მისმა ფეხბურთელებმა.

მიუხედავად ამისა, თავკაცი მაინც აპირებს შემადგენლობის გაძლიერებას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე. მისი აზრით, თეთრებს კიდევ ორ პოზიციაზე ესაჭიროებათ ფეხბურთელი.

აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ "სამეფო კლუბს" ძალიან მალე დატოვებენ ლუკას სილვა და ასიერ ილარამენდი, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდს აუცილებლად ესაჭიროება ახალი ფეხბურთელი ჩამშლელის პოზიციაზე.

როგორც ჩანს, ბენიტესი ლუკას ბილიას კანდიტატურას განიხილავს. ეს უკანასკნელი ამჟამად "ლაციოს" შემადგენლობაში ირიცხება და ძალიან წარმატებულადაც ასპარეზობს. მისი გადაბირებით "მანჩესტერ იუნაიტედიც" ინტერესდება. ასევე, "ლაციოს" წარმომადგენლებიც დიდი ძალისხმევით მუშაობენ არგენტინელის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. ალბათ, ყველაფერი დამოკიდებულია "ჩემპიონთა ლიგის" შესარჩევ მატჩზე "ბაიერ ლევერკუზენის" წინააღმდეგ. სწორედ ამ დაპირისპირებაში გადაწყდება, ითამაშებენ თუ არა იტალიელები ჯგუფურ ეტაპზე. იმ შემთხვევაში, თუ ეს შეხვედრა "ლაციოსათვის" წარუმატებლად დასრულდება, დიდი ალბათობით ბილია გუნდს დატოვებს.

რაფა ბენიტესმა კარგად იცის, რომ "რეალ მადრიდი" მიმდინარე სეზონში არ აპირებს ტოპ ფორვარდის შეძენას. გუნდს ისეთი თავდამსხმელი ესაჭიროება, რომელიც დაელოდება თავის გაბრწყინების შანსს, თუმცა პერესისგან არასდროს არაფერია გამორიცხული.

მიმდინარე ბაზარზე, ძნელი მოსაძებნია ისეთი ფორვარდი, რომელიც შესაფერისად შეითავსებს როლს, რომელსაც ჩიჩარიტო ასრულებდა გასულ სეზონში.

ალბათ, ბევრჯერ გსმენიათ ფერნანდო ლორენტეს სახელი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე. მეორე ფორვარდის პოზიციაზე მთავარ კანდიტატად სწორედ ბასკი ფეხბურთელი განიხილება. რაფას აზრით, ფერნანდო კარიმ ბენზემას ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნება.

Marca dle 10.1

  • riki_22
  • 16 აგვისტო 2015
  • 4489
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (251)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)