ყურადღება! გაფრთხილება მათ, ვინც „დინამოზე“ „ბარსა“-„სევილიას“ მატჩს დაესწრება“

გაფრთხილება მათ, ვინც „დინამო არენაზე“ კატალონიის „ბარსელონასა“ და „სევილიას“ დაპირისპირებას ესწრება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, რომელსაც უცლვლელად გთავაზობთ...


სტადიონზე შესვლა დაიშვება მხოლოდ ბილეთზე მითითებულ საათებში.

სტადიონზე შესვლა უნდა შეესაბამებოდეს:

1. "პირობებს"

2. სტადიონის დებულებას;

3. ყველა მოქმედ კანონს (საწესდებო და სხვაგვარს, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების ჩათვლით) რომლებიც არეგულირებენ სტადიონზე შესვლას და მატჩზე დასწრებას, ბილეთის გამოყენებას;

ზოგადი უსაფრთხოების სერტიფიკატს და ნებისმიერ სპეციალურ უსაფრთხოების სერტიფიკატს, რომლებიც გამოიყენება სტადიონთან მიმართებაში, და რომლებსაც უშვებს ნებისმიერი უწყება, რომელიც ფლობს იურისდიქციას ან უფლებას სტადიონზე მატჩის ჩატარებასთან დაკავშირებით და

სტადიონზე შესვლა უნდა ხდებოდეს მოქმედი ბილეთის წარდგენით ერთ ადამიანზე (ასაკის მიუხედავად) და მოთხოვნის შემთხვევაში, სურათის და ხელმოწერის მქონე პირადობის დამადასტურებელი საბუთის (პასპორტის ან ეროვნული პირადობის ბარათის) წარდგენისას. ბილეთების მფლობელები, რომლებიც გავლენ სტადიონიდან, ხელმეორედ აღარ დაიშვებიან მასზე.

სტადიონზე მოქცევის წესები
დაცვისა და უსაფრთხოების მიზნებისათვის ყველა პირი, მატჩზე დასწრების დროს, თუ მას მოსთხოვენ ან როდესაც მას მოსთხოვს სტიუარტი, დაცვის პერსონალი და/ან ნებისმიერი სამართლებრივად უფლებამოსილი პირი, რომელიც წარმოადგენს მატჩის ორგანიზატორებს, ვალდებულია:

ა) წარადგინოს მოქმედი ბილეთი სურათის და ხელმოწერის მქონე პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად (პასპორტი ან ეროვნული პირადობის ბარათი);

ბ) წარუდგინოს შესამოწმებლად, სხეულის გასაჩხრეკად და შესამოწმებლად - ტექნიკური საშუალებების ჩათვლით - იმის დასამტკიცებლად, რომ ისინი არ ფლობენ საშიშ, აკრძალულ ან ნებადაურთველ საგნებს. დაცვის პერსონალი, სტიუარდები ან პოლიცია უფლებამოსილია გაჩხრიკოს ნებისმიერი პირის ტანსაცმელი და ნივთები; და

გ) დაემორჩილოს ყველა ინსტრუქციას და მითითებას, რომლებსაც გასცემენ ასეთი პირები.

სტადიონის რეგულაციები მოიცავენ აკრძალული ნივთების და ქცევების დეტალურ სიას და ყოველი ბილეთის მფლობელი ვალდებულია სრულად დაიცვას ის შეზღუდვები, რომლებიც მასშია მითითებული. ბილეთს ასევე შეიძლება დაერთოს „პირობების" და/ან სტადიონის რეგულაციების შემოკლებული ვერსია ან მარტივი გამოსახულებები (სურათები), რომლებიც გამოსახავენ აკრძალულ ნივთებს და აკრძალულ ქცევებს და მათი დაცვა ბილეთის მფლობელისათვის სავალდებულოა.

სტადიონს შიგნით მკაცრად იკრძალება შემდეგი, და არა მხოლოდ ეს:

ა) საზოგადოებისათვის დახურული ადგილების დაკავება ან მასში შესვლა ან იმ ადგილებში შეღწევა, სადაც ეს დაუშვებელია შესაბამისი ბილეთის კატეგორიის მიხედვით.

ბ) შეზღუდვა ან უსაქმოდ დგომა იმ ადგილებში, რომელიც ღია უნდა იყოს მოძრაობისათვის, მაყურებლის ზონების და საავარიო გამოსასვლელების ბილიკებზე და გზებზე, შესასვლელებსა და გამოსასვლელებში

გ) ისეთი საქციელის ჩადენა, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ნებისმიერ პირს სტადიონზე.

ქომაგები, რომლებიც მატჩში მონაწილე გუნდებს უჭერენ მხარს არ უნდა შეგროვდნენ სტადიონზე და ბილეთის ყველა მფლობელი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს და დაიცვას ორგანიზატორების მიერ მიწოდებული დაცვისა და უსაფრთხოების მითითებები.

სტადიონზე ასევე აკრძალულია:
1. შემდეგი ნივთების შეტანა:
- ნებისმიერი სახის ცივი იარაღი;
- ნებისმიერი სახის შუშის და თუნუქის ჭურჭელი (ბოთლი, ქილა და ა.შ.)
- 2მ x 1.5 მ. ზომაზე დიდი ბანერები და დროშები;
- მეგაფონი ან გაზის საყვირები;
- ყველანაირი პიროტექნიკული და სხვა სახის აალებადი საშუალებები;
- ლაზერული სანათი საშუალებები;
- სხვა ნებისმიერი საგანი, რომელიც მაყურებლის და ღონისძიების მონაწილეთა დაცულობისთვის შეიძლება გახდეს საფრთხის შემცველი.

2. სკამზე დგომა

3. პოლიტიკური, დისკრიმინაციული ან სხვა სახის განცხადებებისა თუ შეურაცხმყოფელი შიგთავსის მქონე ატრიბუტიკის გამოყენება.

4. საშეჯიბრო მოედანზე შესვლა (მინდორი, სარბენი ბილიკები).

5. სარეალიზაციო, სარეკლამო ან სხვა სახის კომერციული პროდუქციის არასანქციონირებული შემოტანა-რეალიზაცია.

6. ტელე და რადიო მაუწყებლობის არასანქციონირებული წარმოება.

7. შემოსასვლელ - გასასვლელებში, კიბეებზე ან სხვა სახის საფეხმავლო გამტარობის უზრუნველსაყოფ ადგილებში შეჯგუფება.

8. არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა.

9. ნებისმიერი ადგილის დაკავება გარდა ბილეთზე მითითებულისა.

10. სტიუარდის ან სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნის საფუძველზე ბილეთის წარმოდგენაზე უარის თქმა.


11. საშეჯიბრო მოედანზე (მინდორი, სარბენი ბილიკები) ნებისმიერი ნივთის სროლა.

აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა დასრულდება დამრღვევის დაკავებით და მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენებით, მათ შორის დამრღვევის მიერ აღნიშნული მოთხოვნების დარღვევის შედეგად მესამე პირის (საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ან/და სხვა პირის)დაჯარიმებისას, დამრღვევ პირს დაეკისრება ზიანის ანაზღაურება.

ზემოაღნიშნული რეგულაციები განახლებადია და ექვემდებარება კორექტირებას.

გთხოვთ, დავიცვათ წესები და წესრიგი, რათა ერთად უზრუნველვყოთ სუპერთასის მატჩის მაღალ დონეზე და ორგანიზებულად ჩატარება," - ნათქვამია სფფ-ს განცხადებაში.

GFF.GE dle 10.1

  • Hala
  • 11 აგვისტო 2015
  • 3344
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)