ბენიტესი: "ლამაზი ფეხბურთით გაგანებივრებთ"

რაფა ბენიტესმა, ნორვეგიაში ამხანაგური მატჩის ჩატარებამდე პრეს-კონფერენცია გამართა.


"იმედი მაქვს ლამაზ ფეხბურთს ვითამაშებთ და გავიმარჯვებთ კიდეც. აღსანიშნავია, რომ იოლი გასეირნება არ გველის, რადგან "ვალერენგას" ნორვეგიის ლიგაში გასულ წელს საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა."

"ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. გუნდი კარგ ფორმაშია. პრე-სეზონზე არაერთ ძლიერ კლუბთან ვიასპარეზეთ და ვფიქრობ დამაკმაყოფილებელი შთაბეჭდილება დავტოვეთ. სეზონის წინ საკმაოდ ბევრი პოზიტივი მივიღეთ. "ვალერენგას" შემდეგ კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გავმართავთ "გალათასარაის" წინააღმდეგ. ვფიქრობ ლა ლიგის პირველი მატჩისთვის მოსამზადებლად ერს ორი შეხვედრა ჩვენი შანისა, რათა ბოლომდე დავიხვეწოთ და ჩამოვყალიბდეთ."

"კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ჩემი გუნდი სოლიდურად გამოიყურება. ჩავატარეთ ამხანაგური მატჩები სადაც გავიტანეთ გოლები და ბურთი საკუთარ კარში არ მიგვიღია. "მადრიდისტების" გარჯით კმაყოფილი ვარ. ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რათა განვვითარდეთ."

"ნორვეგიელები ძალიან თბილად დაგვხვდნენ. მათ დაგვანახეს თავიანთი სიყვარული და მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო. იმედი მაქვს ფანები სანახაობრივი ფეხბურთის მომსწრენი გახდებიან."

"ოდეგარი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია. იგი მინიმუმ ნახევარ ტაიმს და მაქსიმუმ მთელ მატჩს შეუცვლელად ჩაატარებს. მასზე დიდი იმედების დამყარება შეიძლება სამომავლოდ. როგორც აღვნიშნე იგი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და მას დაცვა სჭირდება. ჩვენ ვესაუბრეთ ზინედინ ზიდანს და ერთად განვიხილეთ პატარა ტალანტის საკითხი. იგი ბოლომდე იხარჯება ვარჯიშზე და თუ ასე გააგრძელებს, მარტინს შრომა აუცილებლად დაუფასდება."

"რაც შეეხება კრიშტიანო რონალდოს, იგი ჯერ კიდევ ტკივილებს გრძნობს ზურგის არეში და სარეაბილიტაციო კურსებს სამედიცინო ჯგუფის ზედამხედველობით გადის. ვფიქრობ მომდევნო კვირას იგი ტრავმას მოიშუშებს და ლა ლიგის პირველ წრეში თამაშს მოახერხებს."

"სამწუხაროდ ლაზარეთში რონალდოს გარდა კიდევ არიან ფეხბურთელები. ესენი არიან პეპე, კარიმ ბენზემა, ფაბიო კოენტრაო და სერხიო რამოსი. მინდა რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ ისინი სამუშაოს და ერთად ვიფიქროთ მომავალ მეტოქეზე."

Realmadrid.com dle 10.1

  • Junior
  • 9 აგვისტო 2015
  • 3346
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)