კაპაროსი: "ბენიტესი წარმატებას აუცილებლად მიაღწევს"

ხუაკინ კაპატოსმა ანჩელოტი და ბენიტესი ერთმანეთს შეადარა. ასევე მან ისაუბრა სამეფო კლუბის სათამაშო სქემაზე და სტილზე.


"როდესაც მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ თამაშობ, ყოველთვის მოტივირებული ხარ, რადგან შენი მოწინააღმდეგე კრიშტიანო რონალდოა. მისი გაჩერება რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი ამოცანაა. მუდამ იმაზე ხარ კონცენტრირებული, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი დაკეტო და მას გაქცევის საშუალება არ მისცე. როდესაც რონი ბურთთან ერთდ არის, არ იცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ამიტომ მის წინააღმდეგ ყოველთვის ყურადღებით უნდა ითამაშო. მართალია რაიმე უნიკალურს და გამორჩეულს ვერ გააკეთებ, როდესაც კრიშტიანო გიწევს, თუმცა მაქსიმალური კონცენტრაცია რისკებს ამცირებს."

"არ მესმის იმ ხალხის, ვინ კარლო ანჩელოტის აკრიტიკებს. მან მადრიდის "რეალში" ბევრი რამ შეცვალა. იტალიელი სპეციალისტი უმაღლესი დონის მწვრთნელია და ეს ბოლო წლებმაც აჩვენა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ანჩელოტიმ შეძლო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჰეგემონიის დამსხვრევა და სამეფო კლუბს ჩემპიონთა ლიგის თასი მრავალწლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა. კარლიტო ქების ღირსია."

"რაც შეეხება ბენიტესს, იგი გამოცდილი მწვრთნელია, რომელიც კარგად იცნობს ესპანურ ფეხბურთს. წლების მანძილზე სამეფო კლუბის აკადემიაშიც მუშაობდა. ვფიქრობ მას შეუძლია "ბლანკოსთან" ერთად წარმატების მიღწევა. მინდა, რომ მას წინსვლა ვუსურვო."

Bernabeudigital.com dle 10.1

  • Junior
  • 8 აგვისტო 2015
  • 1761
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)