ბენიტესი:„მე მყავს შთამბეჭდავი გუნდი და ბედნიერი ვარ“

„მილანთან“ მატჩის წინ, მადრიდის „რეალის“ დამრიგებელმა, რაფა ბენიტესმა პრეს-კონფერენცია გამართა...


„ძალიან ძლიერი გუნდი მყავს და უბედნიერესი ვარ, ფეხბურთელების მუშაობით 100% კმაყოფილი ვარ. თითოეულ შეგირდს ვეხმარები, მსურს ყველა საუკეთესო ფორმაში შევიდეს. როდესაც მადრიდში დავბრუნდებით, საუკეთესო ფორმაში უნდა ვიყოთ, ვინაიდან წინ მომქანცველი სეზონი გველის.“

„პრე-სეზონი აუცილებელია იმისათვის, რომ გუნდის დალაგება შეძლო, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ახალი მწვრთნელი ხარ. ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერად ვმუშაობთ და ყველა ფეხბურთელს ეძლევა თავის გამოჩენის საშუალება, შემდეგ კი გარკვეულ გადაწყვეტილებას მივიღებ, თუ ვინ უნდა ითამაშოს მეტი და ვინ ნაკლები.“

„ბენზემა და მოდრიჩი დაგვიბრუნდნენ. ორივე ფეხბურთელი უდიდეს როლს თამაშობს.“

„ნამდვილად არ ვიცი მივცემ თუ არა ახლადდაბრუნებულებს თამაშის საშუალებას, ამას ალბათ ხვალ გადავწყვეტ.“

„ახალ სეზონს მოუთმენლად ველით, ვინაიდან უდიდესი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ჩვენ გვსურს ტიტულები, ამისათვის კი გუნდის ლიდერები კრიშტიანო რონალდუ, გარეთ ბეილი, ხამეს როდრიგესი, კარიმ ბენზემა და სხვები საუკეთესო კონდიციამდე უნდა მივიდნენ.“

„ჟოზე მოურინიოს სიტყვები? ეს ჩემში არაფერს იწვევს. არ მაინტერესებს პორტუგალიელი, ჩემი მიზანი მადრიდის „რეალის“ წარმატებაზე ზრუნვაა, აქაური პირობებით ძალიან კმაყოფილი ვარ და ღრმად მწამს, რომ „მერენგების“ დამრიგებლად წლების მანძილზე დავრჩები, მიზეზი კი საუკეთესო ფეხბურთი და ტიტულები იქნება.“ dle 10.1

  • Hala
  • 30 ივლისი 2015
  • 6347
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)