ბენიტესი:„კრიშტიანო რონალდუსთან ერთად დაუძლეველი პრობლემა არ არსებობს“

რაფაელ ბენიტესმა „ინტერთან“ მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა...


„წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. „ინტერი“ მაღალი ხარისხის ფეხბურთს თამაშობს. მიხარია, რომ პრე-სეზონი ასე ნაყოფიერად მიმდინარეობს. ძლიერ გუნდებთან თამასში კარგად სჩანს ხარვეზები.“

„კმაყოფილი ვარ ჩინეთში ვიზიტით, აქ ყოფნა ნამდვილად მისასალმებელია. როგორც სჩანს, „ბლანკოსს“ აქ ბევრი ქომაგი ჰყავს. ქუჩაში ყველა ავტოგრაფებსა და სურათების გადაღებას გვთხოვს.“

„ხამეს როდრიგესისა და ისკო ალარკონის სახით ძალიან ძლიერი ფეხბურთელები მყავს, ორივე მათგანს შეუძლია თამაშის საკუთარ თავზე აღება და ბურთის კონტროლი. კონკურენტუნარიანი გარემო წარმატების საწინდარია, ორივე ფეხბურთელი დაგვეხმარება. ხვალ მივიღებ გადაწყვეტილებას, თუ ვინ ითამაშებს სასტარტო თერთმეტეულში. სეზონზე საუბარი რთულია, ნამდვილად გამიჭირდა არჩევანის გაკეთება.“

„ავსტრალიაში ვარჯიშებმა შედეგი გამოიღო, იქ ასევე შესანიშნავი კლიმატი იყო, ფეხბურთელებს სიცხის პრობლემა არ აწუხებდათ. მეტიც, ხშირად ძალიან გრილოდა. ახლა კი ჩინეთში ვართ, აქ ამინდიც ცხელია და გარემოც. დარწმუნებული ვარ, სტადიონზე უამრავ ქომაგს ვიხილავთ.“

„სერხიო რამოსი ჩემი ფავორიტია, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ კაპიტანს, ისე როგორც პრეზიდენტი. სერხიო კარგად არის განწყობილი და სეზონის დაწყებას ელის.“

„მოდრიჩი და ბენზემა განცალკევებით ემზადებოდნენ, ხვალ გადავწყვეტ ითამაშებენ თუ არა.“

„რონალდუ? მასთან არავითარი პრობლემა არ არსებობს, ასევე არ არსებობს ხარვეზი, რომლის აღმოფხვრაც მასთან ერთად არ შეიძლება.“ dle 10.1

  • Hala
  • 26 ივლისი 2015
  • 4618
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)