„არსენალი“ „რეალის“ 4 ფეხბურთელში 151 მილიონ ევროს იხდის

ლონდონის „არსენალის“ მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერს, გუნდის ხელმძღვანელობამ ტრანსფერებისთვის კოლოსალური თანხა გამოუყო...


დაუზუსტებელი ინფორმაციით, ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა 280 მილიონი ევროს დახარჯვის უფლება მიიღო, თუმცა პირობა დადო, რომ მომდევნო სეზონში პრემიერლიგას მოიგებს.

ინგლისში უდიდესი კონკურენციაა, აქედან გამომდინარე „მეთოფეები“ სერიოზულად უნდა გაძლიერდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ვენგერი სამეფო კლუბის ერთბაშად 4 ფეხბურთელს უმიზნებს და ამ ტრანსფერების გასაჩარხად 151 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი.

უპირველესი ინტერესი კარიმ ბენზემასკენ მიდის. ლონდონელები მზად არის ფრანგი ფორვარდის სანაცვლოდ 46 მილიონ ევროს შეელიონ, ასევე დიდი ინტერესით სარგებლობს ისკო ალარკონიც, მის ნაცვლად არსენ ვენგერი 32 მილიონს იხდის.

გარდა ფრანგი და ესპანელი ფეხბურთელებისა, ვენგერს რაფა ვარანიც ძალიან მოსწონს და თვლის, რომ ფრანგი ფეხბურთელი „ბლანკოსში“ ისე ვერ ვითარდება, როგორც შეუძლია, ინგლისში კი ამის საშუალება მიეცემა. ვენგერი მზად არის, ვარანის სანაცვლოდ 33 მილიონი გადაიხადოს.

და ბოლოს, არსენს ალვარო მორატას შეძენაც აქვს განზრახული. „არსენალი“ მზად არის ალვარო „იუვენტუსიდან“ გამოისყიდოს და „რეალს“ გარკვეული თანხა დაუმატოს კანტერანოს სანაცვლოდ, ეს ყველაფერი დაახლოებით 40 მილიონი ევრო დაჯდება. dle 10.1

  • Hala
  • 26 ივლისი 2015
  • 7058
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)