კაფუ:„დანილო გენიალური მოთამაშეა, მაგრამ დიდი კონკურენცია ელის“

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა, კაფუმ დანილოზე ისაუბრა...


„დანილო ფიზიკური ძალის, ტექნიკისა და მოედნის ბრწყინვალე ხედვის სინთეზს წარმოადგენს. მადრიდის „რეალმა“ პორტუგალიური „პორტუდან“ შესანიშნავი ფეხბურთელი იყიდა, მაგრამ მის განვითარებას ხელი შესაძლოა, დანიელ კარვახალმა შეუშალოს, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია და სეზონიდან სეზონამდე ამტკიცებს, რომ უმაღლესი კლასის ფეხბურთელი გახლავთ.“

„დანილო ნებისმიერ კლუბში დაიკავებდა ძირითად შემადგენლობაში ადგილს, მაგრამ „ბლანკოსი“ გამონაკლისი იყო. აქ დიდი ბრძოლაა საჭირო იმისათვის, რომ თერთმეტეული შენი ადგილი გქონდეს.“

„ჩემ თანამემამულეს „მერენგების“ რიგებში უდიდესი მტერი ჰყავს, ზოგმა შესაძლოა, სხვაგვარად გაიგოს, მაგრამ არსებობს საფეხბურთო მტრობაც. კარვახალი ძალიან ძლიერი ფიგურაა.“

„კონკურენცია ფეხბურთელს დიდ მოტივაციას აძლევს, მაგრამ უთამაშებლობა ფორმის პიკამდე მისვლაში ხელს გიშლის, სწორედ ეს არის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იმისა, რომ ფეხბურთელები გრანდებში თამაშისგან თავს იკავებენ.“

„დანილომ გარისკა, ახლა კი ბოლომდე უნდა ივარჯიშოს.“

„ვფიქრობ, ბრაზილიის ნაკრებს მისი დონის მარჯვენა მცველი არ ჰყავს, ის 10-15 წლის მანძილზე უმაღლეს კლასს აჩვენებს, ამაში დარწმუნებული ვარ.“ dle 10.1

  • Hala
  • 25 ივლისი 2015
  • 2810
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)