ბენიტესი: "დაცვაშიც და შეტევაშიც კარგად ვითამაშეთ"

რაფა ბენიტესმა "სიტისთან" მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.


"გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. დაცვაშიც და შეტევაშიც ჩემმა ფეხბურთელებმა დამაჯერებლად ითამაშეს, მათ ჩემი დარიგებები და დავალებები სრულად შეასრულეს. წინა შეხვედრასთან შედარებით პროგრესი აშკარად შეიმჩნევა."

"პრე-სეზონი გრძელდება და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. წინ ჩინეთის ტური გველის სადაც დამატებით გავმართავთ ამხანაგურ მატჩებს. დიდი შრომა მოგვიწევს იმისთვის, რომ სეზონს ღირსეული კონდიციებით შევხვდეთ."

"მინდოდა, რომ კიკო კასილია გამომეყვანა მინდორზე, თუმცა იგი ესპანეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოფრინდა და შემოგვიერთდა. უმჯობესია რამდენივე ვარჯიში ჩაატაროს გუნდთან ერთად და ამის შემდეგ მას აუცილებლად იხილავთ მოედანზე. აღნიშნული მიზეზის გამო, დღეს სასტარტო შემადგენლობაში კეილორ ნავასის გამოყვანა გადავწყვიტე."

"მადრიდის "რეალში" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნისთანავე სერხიო რამოსსა და იკერ კასილასს გავესაუბრე. შეხვედრა დიდი ხანი გაგრძელდა. რამოსმა შესანიშნავად იცის, რომ მას სრულ ნდობას ვუცხადებ და მინდა, რომ იგი ჩემს გუნდში დარჩეს."

Realmadrid.com dle 10.1

  • Junior
  • 24 ივლისი 2015
  • 4977
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)