მოდრიჩი:„მომავალი სეზონი ძალიან გვაღელვებს“

ლუკა მოდრიჩმა მანჩესტერ „სიტისთან“ მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა...


„ძალიან დიდ სამუსაოს ვასრულებთ და ვარჯიშებით კმაყოფილნი ვართ. დღეში ორჯერ მზადება არც ისე იოლია, მაგრამ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში დიდებულ შეგეგს გამოიღებს. მთავარი მწვრთნელის მიზანი სეზონის სტარტზე ფორმის პიკში ყოფნაა.“

„კოლექტივში პოზიტიური განწყობაა, ასევე ხშირად ვმხიარულობთ. მინდა აღვნიშნო გულშემატკივართა უდიდესი სიყვარული, რომელსაც ყოველდღიურად ვგრძნობთ. პიტნესი? პრობლემა არ არის, ბოლომდე ვიხარჯებით.“

„გასული სეზონი ჩემთვის ძალიან მძიმე იყო, ვინაიდან ორჯერ მივიღე ტრავმა და მატჩების ნახევარი გამოვტოვე. ჩემთვის თამაში უმნიშვნელოვანესი. ახლა ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ სასურველ კონდიციაში შევიდე. ვარჯიშზე ტკივილები ვიგრძენი, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა.“

„სამეფო კლუბში ცენტრალურ ნახევარმცველად მიწევს თამაში და კმაყოფილი ვარ. იმედი მაქვს, კიდევ უფრო დიდ პროგრესს ვაჩვენებ და ყველა პოზიციაზე ისე ვითამაშებ, როგორც მწვრთნელი მომთხოვს.“

„რაფაელ ბენიტესი უდიდეს სამუშაოს ასრულებს, დამრიგებელს სურს, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვიდგეთ. მომდევნო სეზონი ძალიან გვაღელვებს, ვინაიდან ტიტულების მოგება გვსურს. კოლექტივი თითქმის სრულად შეიკრიბა, სულ მალე კი მთელ გუნდს ვიხილავთ და კიდევ უფრო კარგად მოვემზადებით. ფეხბურთელების ენთუზიამი ნამდვილად გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია.“

„რაფა მომთხოვნი მწვრთნელია, მას საკუთარი სტანდარტები აქვს, რომელსაც ნელ-ნელა ვეცნობით. ესპანელ სპეციალისტთან ერთად არასდროს მიმუშავია, აქედან გამომდინარე გარკვეული დრო მჭირდება იმისათვის, რომ სრული იდილია ჩამოვაყალიბო.“

„რამოსის წასვლა? ამაზე ხშირად მეცინება. სერხიო მსოფლიოში საუკეთესო მცველია და ანალოგიურად საუკეთესო გუნდში თამაშობს, ამიტომ არსად წავა. ესპანელს არასდროს ვკითხავ აპირებს თუ არა კლუბის შეცვლას, რადგან პასუხი წინასწარ ვიცი.“

„ავსტრალიაში კარგი პრე-სეზონი გვაქვს, ვალაგებთ გეგმებს, ვისმენთ მწვრთნელის დარიგებებს და ვცდილობთ აღმოვფხვრათ ხარვეზები.“

„მომდევნო მეტოქე „სიტია“. ამ კლუბში უდიდესი ინვესტიცია ჩაიდო და შედეგიც სახეზეა. მანჩესტერელთა შემადგენლობაში მსოფლიოს არაერთი ვარსკვლავია. მე არ მინახავს მათი თამაში „რომას“ წინააღმდეგ.“

„ახალგაზრდებს მოვუწოდებ, რომ ბევრი იმუშაონ და საკუთარი ძალები ირწმუნონ. სწორედ ეს იქნება წარმატებული მომავლის წინაპირობა.“ dle 10.1

  • Hala
  • 23 ივლისი 2015
  • 3910
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)