ბენიტესი: "მე და რონალდუს ნორმალური ურთიერთობა გვაქვს"

რაფა ბენიტესმა ხვალინდელი დაპირისპირების წინ ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა.


სასტარტო "სიტის" წინააღმდეგ: "წინასწარი მონახაზი უკვე მაქვს: მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო წინასასეზონო მზადება. თამაშის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ მთავარი ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ მომზადებაა. ხვალ მაქსიმალურად ბრძოლისუნარიანი გუნდი გამოვა, მაგრამ ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ხვალინდელი სასტარტო შემადგენლობიდან სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში ხუთი ან რვა ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას."

ტრანსფერები: "როგორც მახსოვს, ვთქვი, რომ კარგი გუნდი და კარგი შემადგენლობა გვყავს. ჩემი მოვალეობაა მათზე ვიმუშაო. ბაზარი 31 აგვისტომდე ღიაა და თუ დაგვჭირდება , მანამდე დრო გვაქვს. ვეცდებით, რომ ის ჯგუფი , რომელიც გვყავს და რომელიც საკმაოდ ძლიერია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ესაა ჩემი მოვალეობა."

რონალდუ: "საბედნიეროდ, მასთან მუშაობის შემდეგ აცნობიერებ, თუ რამდენად ძლიერია მასში გამარჯვებულის მენტალიტეტი და სწორედ ესაა ის, რატომაც რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ვნატრობ, რომ ყველას გვქონდეს მისი მოგების და მუდმივი განვითარების ჟინი და მონდომება. ამ ყველაფერს მე ყოველდღიურად ვნახულობ და ბედნიერი ვარ."

ურთიერთობა რონალდუსთან: "მასთან ისეთივე ურთიერთობა მაქვს, როგორც სხვა ფეხბურთელებთან, განსაკუთრებული არაფერი ხდება. ყველა მათგანს ძალიან ბევრს ვესაუბრები. ურთიერთობა სავსებით ნორმალურია."

დე ხეა და რამოსი: "დე ხეა არაა ჩვენი ფეხბურთელი და ვერაფერს ვერ ვიტყვი. რამოსი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია ჩვენთვის და იმედი მაქვს, რომ სეზონის დასაწყისში ის ჩვენთან იქნება, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ჩვენთვის."

ვან გაალი რამოსზე: "ჩემი აზრით, რამოსი 100%-ით "მადრიდის რეალში" დარჩება. ფეხბურთი ცხოვრებასავითაა, ხშირად წარმოუდგენელი რაღაცეებიც ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა სიტუაციაა. პატივს ვცემ ვან გაალს, მაგრამ მე ეხლა ყველაზე მეტად რამოსის დარჩენა მინდა."

წყარო: AS dle 10.1

  • shvela
  • 23 ივლისი 2015
  • 4382
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)