კროოსი:„ბენიტესი შესანიშნავ გუნდს ქმნის“

ტონი კროოსმა მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა...


უკვე 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სამეფო კლუბის მაისური მოირგეთ. რას იტყვით?

ის მომენტი არასდროს დამავიწყდება. პრეზენტაციაზე 15 000 გულშემატკივარი მოვიდა და ოვაციებით შემამკო, მაშინვე უდიდესი სიყვარული ვიგრძენი. არცერთ კლუბში მსგავსი რამ არ ხდება.

ასევე 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეძელით...

ეს ენიაღუწერელი გრძნობა. ბრაზილიაში ჩვენი ნაკრები მოწოდების სიმაღლე იდგა და მაქსიმალურად ცდილობდა ოქროს მედლების მოპოვებას. საბედნიეროდ, ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ჩვენ გვსურდა. როდესაც ბავშვი ხარ და ფეხბურთის თამაშს იწყებ, შენი ოცნება მუნდიალის მოგებაა.

შარშანდელ სეზონში დასამახსოვრებელი მომენტები გქონდათ?

დიახ, რა თქმა უნდა. სანტიაგო „ბერნაბეუზე“ პირველი ოფიციალური მატჩის გამართვა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ასევე კარგად მახსოვს „ბლანკოსის“ მაისურით გატანილი პირველი გოლი. შარშანდელ სეზონში ტიტულები ვერ მოვიგეთ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ, ახლა კი წინ უნდა ვიყუროთ და ახალ სეზონზე ვიფიქროთ.

რაფაელ ბენიტესზე როგორი შთაბეჭდილება შეგექმნათ?

ესპანელი სპეციალისტი კრეატიულ და ძლიერ გუნდს აშენებს, მას არავისთან უჭირს ურთიერთობა, ვინადაინ რამდენიმე ენას ფლობს. ბენიტესი მონდომებულია, ფეხბურთელები კი მის მითითებებს ვასრულებთ. კარგი შანსი მოგვეცა, რომ მასთან ერთად ტიტულები მოვიგოთ.

„რეალი“ ავსტრალიაში პირველადაა, გაკმაყოფილებთ პირობები?

რა თქმა უნდა. სამეფო კლუბი პრე-სეზონს მეტწილად ამერიკის შეერთებულ შტატებში ატარებდა, ახლა კი გეზი შევცვალეთ. მელბურნი შესანიშნავი ქალაქია, სადაც ყველა პირობაა შექმნილი. ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღეა აქ ვართ, მაგრამ კმაყოფილნი ვართ მიღწეული შედეგებით.

თქვენი პროგნოზი როგორია?

ჩვენ გვსურს ყველა ტურნირის მოგება, ეს „ბლანკოსის“ გულშემატკივართა მუდმივი მოთხოვნაა. ლა ლიგასა და სამეფო თასისთვის ბრძოლა იოლი როდი გახლავთ, მაგრამ ჩვენ შესაბამისი რესურსი გვაქვს. რაც შეეხება ჩემპიონთა თასს. მსურს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს „მერენგების“ მაისურით დავეუფლო, ამისათვის ძალისხმევას არცერთი ფეხბურთელი არ დაიშურებს, ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის ყველაზე პრიორიტეტული და პრესტიჟული ტურნირი იყო. dle 10.1

  • Hala
  • 17 ივლისი 2015
  • 3685
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)