დღის სატრანსფერო ჭორები

სტატიაში შეჯამებულია ამ მომენტისათვის არსებული სატრანსფერო ინფორმაცია, რომელიც მადრიდის რეალს უკავშირდება.


ლიორენტე

ფერნანდო ლიორენტეს შეძენა მადრიდის რეალსა და პორტოს სურთ. სამეფო კლუბს მხოლოდ ერთი ნომინალური ფორვარდი - კარიმ ბენზემა დარჩა, ბენიტესის აზრით კი საუკეთესო შემცვლელი ესპანელი ფორვარდი უნდა იყოს. თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მადრიდის რეალისგან არანაირი წინადადება არ მიუღია. იუვენტუსის თავდამსხმელის შეძენა პორტოსაც სურს, რომელსაც როგორც ჩანს მომავალი სეზონისთვის სერიოზული გეგმები აქვს. მასიმილიანო ალეგრი მზად არის მოელაპარაკოს პორტუგალიურ კლუბს, თუ ისინი დათანხმდებიან მარცხენა ფლანგის მცველის ალექს სანდროს ბებერ ქალბატონში გაშვებას.

რამოსი

მიუხედავად იმისა, რომ ფლორენტინო პერესმა ნათლად განაცხადა რამოსის გაშვებაზე უარი, წითელი ეშმაკები არ ნებდებიან და კიდევ ერთ შეთავაზებას აკეთებენ. იუნაიტედის ხელმძღვანელობა მზად არის სერხიოს სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს. სამეფო კლუბის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ რამოსთან დაკავშირებით მხოლოდ 90 მილიონიან შემოთავაზებას განიხილავს.

დე ხეა

თეთრებმა ფარ-ხმალი დაყარეს, ვინაიდან ვან გაალი მტკიცე პოზიციას იჭერს ესპანელ კიპერთან დაკავშირებით. შესაბამისად, რეალის ნომერ პირველი კარის დარაჯი კეილორ ნავასი იქნება. თავის მხრივ დე ხეა არ აპირებს მანჩესტერთან კონტრაქტის გახანგრძლივებას და მომავალ წელს ის ბლანკოსს სრულიად უფასოდ შეუერთდება.

ბენზემა

მეთოფეებმა მადრიდელთა თავდამსხმელს, ბენზემას დაუმიზნეს. არსენ ვენგერის აზრით გუნდს სწორედ ბენზემას მსგავსი ფორვარდი აკლია საჩემპიონო ბრძოლაში ჩასართველად. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი მზად არიან სამეფო კლუბს 55 მილიონი ევრო შესთავაზონ. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი თავდამსხმელი პერესის ფავორიტია, პრეზიდენტი შეიძლება დაფიქრდეს ასეთ შემოთავაზებაზე.

ანხელ დი მარია

სხვადასხვა წყაროების ცნობით დი მარია ახლოს იყო პსჟ-ში გადასვლასთან, თუმცა არგენტინელს მადრიდის რეალში თამაში მოენატრა და აგენტს სთხოვა ყოფილ კლუბთან დაკავშირება. ABC-ის ცნობით, ანხელი ნანობს ბრიტანეთში გადასვლას და კვლავ ესპანეთში დაბრუნება უნდა. ერთ-ერთი მიზეზი კი ინგლისური ამინდია. მისი აზრით ოპტიმალურ ფორმაში ჩასადგომად საუკეთესო კლიმატური პირობები ესპანეთშია. dle

  • Junior
  • 17 ივლისი 2015
  • 5772
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მესი 23
2 სუარესი 20
3 რონალდუ 19
4 იაგო ასპასი 14

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 დორტმუნდი 6 4 2 0 14
2 რეალი 6 3 3 0 12
3 ლეგია 6 1 1 4 4
4 სპორტინგი 6 1 0 5 3

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

სჭირდება „რეალს“ ახალი მეკარე?

დიახ, დე ხეა
დიახ, კურტუა
არა, ნავასი საიმედოა



მთვლელები

საიტის არქივი:

მარტი 2017 (397)
თებერვალი 2017 (377)
იანვარი 2017 (387)
დეკემბერი 2016 (500)
ნოემბერი 2016 (435)
ოქტომბერი 2016 (433)