ეზეკილ გარაი შესაძლოა რეალში დაბრუნდეს

სამეფო კლუბს იკერ კასილასი რომ დატოვებს, ფაქტიურად გადაწყვეტილია. აი სერხიო რამოსის მდგომარეობა კი კვლავ გაურკვეველია.


იმ შემთხვევაში, თუ გუნდი ვიცე-კაპიტანმაც დატოვა მადრიდის რეალი მის შემცვლელად ეზეკილ გარაის განიხილავს, რომელიც სამეფო კლუბში 2008-2011 წლებში გამოდიოდა და 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა. სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გამო კი გუნდი დატოვა და ჯერ ბენფიკაში დაბრუნდა, შარშან კი ზენიტში გადავიდა.

აღნიშნულ ტრანსფერთან დაკავშირებით ინფორმაციას ესპანური გამომცემლობა AS ავრცელებს. მათი ჟურნალისტები ზუსტად არ ფლობენ ინფორმაციას სერხიო რამოსთან დაკავშირებით, რადგან ესპანელი მცველი მხოლოდ მოკლე და ორაზროვანი კომენტარით შემოიფარგლა.

იგივე გამომცემლობის ინფორმაციით, მადრიდის რეალი კიკო კასილიას შეძენას აპირებს. ესპანიოლის მეკარე თავის დროზე კანტერაში ირიცხებოდა და იკერთან კონკურენციის გამო იძულებული გახდა სათამაშო პრაქტიკა კატალონიაში მიეღო. მადრიდის რეალის მთავარ სამიზნეს დავიდ დე ხეას ტრანსფერიც ფაქტიურად გადაწყვეტილია, როგორც ესპანელი ჟურნალისტები საუბრობენ, თეთრები დათანხმდნენ კიპერში 39 მილიონი ევრო გადაუხადონ წითელ ეშმაკებს. იმ შემთხვევაში, თუ რეალი ორივე მეკარეს დაიმატებს, კაილორ ნავასს დედაქალაქიდან აბარგება მოუწევს. dle 10.1

  • Junior
  • 9 ივლისი 2015
  • 3644
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)