რონალდო "რეალს" ბეილის შემდეგ დატოვებს

მადრიდის "რეალის" ყოფილმა თავკაცმა, ჯონ ტოშაკმა განაცხადა, რომ პირველი სამეფო კლუბს გარეთ ბეილი დატოვებს.


"ჩემი მოსაზრებით, გარეთ ბეილი უფრო ადრე დატოვებს მადრიდის "რეალს", ვიდრე კრიშტიანო რონალდო. თუ გავითვალისწინებთ ადაპტაციის პერიოდს და უელსელ ვარსკვლავში გადახდილ რეკორდულ თანხას, უნდა ვივარაუდოთ, რომ მას შანსი კიდევ მიეცემა. ბეილი არც ისე ასაკოვანია და მას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი."

"იმედი მაქვს გარეთი ითამაშებს იმ პოზიციაზე, სადაც მან თავდაპირველად გაიბრწყინა. გასულ სეზონში მისი ადგილი მოედანზე არასწორად იყო შერჩეული. თუ მას იმ "პოსტზე" დავაბრუნებთ, სადაც "ტოტენჰემში" თამაშობდა, მაშინ იგი გაცილებით უფრო დიდი საფრთხის შექმნას მოახერხებს მეტოქისთვის."

"რონალდო ყოველთვის მარჯვენა ფრთაზე თამაშობდა და მას ახლა შეუძლია ცენტრალურ თავდამსხმელადაც ითამაშოს, რადგან უკვე ამის გამოცდილება დააგროვა. ბეილი კი CR7-თან შედარებით გამოუცდელია. თუ ბეილი ფეხს ვერ მოიკიდებს "ბლანკოსის" რიგებში, შემდეგი სეზონის დასრულებისთანავე მას აუცილებლად გაუშვებენ გუნდიდან, რონალდო კი სამეფო კლუბში კვლავ დარჩება."

"რაფა ბენიტესი დიდებული მწვრთნელია. როდესაც მე მადრიდის "რეალის" თავკაცი ვიყავი, მაშინ ბენიტესი ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებდე და ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი მისი დამოკიდებულებით პატარა მადრიდისტების მიმართ. რაფამ შესანიშნავად იცის მადრიდული ფსიქოლოგია და დარწმუნებული ვარ, იგი აუცილებლად მიაღწევს წარმატებას."

Goal.com dle 10.1

  • Junior
  • 28 ივნისი 2015
  • 9912
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ხერარდ მორენო 6
2 ბენზემა 6
3 ლორენი 6
4 სუარესი 4

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 2 2 0 0 6
2 ბრიუგე 2 0 2 0 2
3 გალათასარაი 2 0 1 1 1
4 რეალი 2 0 1 1 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2019 (182)
სექტემბერი 2019 (378)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)
მაისი 2019 (366)