კროოსი და მოდრიჩი - ბენიტესის ძალა

რაფა ბენიტესს ტონი კროოსისა და ლუკა მოდრიჩის სახით უძლიერესი ნახევარმცველები ეყოლება.


ესპანული გამომცემლობა Marca იტყობინება, რომ მადრიდის "რეალის" ახალმა თავკაცმა უკვე დაიწყო მუშაობა და მსჯელობა ახალი სეზონისთვის. მას გუნდში შემადგენლობის დაყენების საკითხი უმნიშვნელოვანესად მიაჩნია. ამ თემაზე ბენიტესი თავის ასისტენტებთან ყველაზე ხშირად საუბრობს.

ნახევარდაცვის ცენტრში მას ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი ჰყავს, რომლებიც ხელშეუხებლები არიან. გერმანელმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში წარმოუდგენელი პროგრესი განიცადა და ყველას დაანახა თავისი შესაძლებლობები. კროოსი გამოირჩევა მოედნის იდეალური ხედვით და ბურთის კონტროლით.

რაც შეეხება ლუკა მოდრიჩს, მან თავი ძალზედ შეაყვარა მადრიდელ გულშემატკივარს და მის პროფესიონალიზმში ეჭვი არავის ეპარება. ხორვატ ფეხბურთელს გასულ სეზონში არ გაუმართლა, რადგან იგი ტრავმების ეპიდემიის მსხვერპლი გახდა. სანაკრებო ბატალიების დროს მიღებულმა უმძიმესმა დაზიანებამ მას ძალიან დიდი დრო დააკარგინა. იგი ამჟამად მწყობრშია და ახალი სეზონის დაწყებას ელოდება.

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 27 ივნისი 2015
  • 5393
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)