ბენიტესის 10 ოპერაცია

ბენიტესის სამომავლო გეგმები ნელ-ნელა აშკარავდება.


1. საჩიდან გუარდიოლამდე...
არიგო საჩი რაფა ბენიტესისთვის სამაგალითო იყო მუდამ და იგი ყოველთვის ცდილობდა სანიმუშო სპეციალისტისთვის მიებაძა. ასევე ბენიტესის სტილი ბოლო პერიოდში ძალიან დაემსგავსა პეპ გუარდიოლას სათამაშო სქემას.

2. ორგანიზებულბა, ორგანიზებულობა და ორგანიზებულობა...
ესპანელი სპეციალისტისთვის მნიშვნელოვანია, როდესაც მის "ბრძანებებს" უმალვე ასრულებენ ფეხბურთელები. შეტევისა და დაცვის პერიოდში ფეხბურთელები 25-30 მეტრის რადიუსში არიან განლაგებული და ერთობლივად ცდილობენ დავალებების შესრულებას.

3. 4-2-3-1 ტაქტიკა
"ნაპოლის" ყოფილმა თავკაცმა მიზნად დაისახა კრიშტიანო რონალდოს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე განმწესება. რაც შეეხება ნახევარდაცვას, მოდრიჩი და კროოსი "ჩამშლელის" ფუნქციებს შეასრულებენ, ხოლო მათ წინ კიდევ სამი ფეხბურთელი იქნება.

4. ადაპტაცია
ბენიტესისთვის მნიშვნელოვანია ახალწვეულების ადაპტაციის დროული გავლა. სანტიაგო ბერნაბეუ ყოველთვის ხელს უწყობს ფეხბურთელებს მადრიდლ ცხოვრებასთან მიჩვევას.

5. ევროპული ჩემპიონატების გამოცდილება
მადრიდის "რეალის" ახალი მწვრთნელი საკმაოდ გამოცდილია. მას ნამუშევარი აქვს ინგლისში, იტალიაში და ესპანეთში. ბენიტესს იმდენად დიდი გამოცდილება აქვს, რომ შესაძლებელია სხვა ჩემპიონატებში მიღებული გაკვეთილები რაფამ სამეფო კლუბში გამოიყენოს.

6. ფლანგების გამოყენება შეტევაში
ბენიტესს ყოველთვის ხიბლავდა ფრთიდან შეტევა. სამეფო კლუბში სავსებით შესაძლებელია თავის ტაქტიკას არ უღალატოს. აღსანიშნავია ისიც, რომ რაფას განკარგულებაში იქნებიან უმაღლესი დონის ფლანგის მცველები, რომლებიც შეტევაში საკმაოდ პროდუქტიულნი არიან.

7. როტაცია
ბენიტესი იმ სტილის მწვრთნელია, რომელიც არ უშინდება ცვლილებებს. იგი ხშირად მიმართავს როტაციას და ცდის სხვადასხვა ფეხბურთელს სხვადასხვა პოზიციაზე. ერთი სიტყვით ანჩელოტისგან გასხვავებით, ბენიტესი უფრო ხშირად მიმართავს როტაციას.

8. მატჩიდან მატჩამდე
სიმეონეს სტილის მიმდევარი არის რაფაელიც. მას შეუძლია კარგად ორგანიზებული გუნდი გამოიყვანოს მინდორზე და უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ტაქტიკური მონახაზის შედეგად მოიგოს.

9. ბურთის კონტროლი
ვარჯიშების 80-90% ბურთის კონტროლში გადის. ეს ასპექტი ესპანელი სპეციალისტისთვის უმნიშვნელოვანესია.

10. 24/7
კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში ბენიტესი თავის შეგირდებას აკვირდება და მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს სწავლობს.

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 20 ივნისი 2015
  • 8847
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)