ტორილი: "ხესე მზადაა გამოწვევისთვის"

ალბერტო ტორილიმ მადრიდის "რეალში" არსებული ვითარების და სამომავლო გეგმების ანალიზი გააკეთა.


"ბენიტესი შინ დაბრუნდა. ეს გასაოცარი გრძმობა იქნება მისთვის, რადგან მშობლიურ კედლებში მუშაობა სულ სხვაა. დიდი ხანია მადრიდის "რეალს" ამ ტიპის მწვრთნელი არ ჰყოლია. რაფაელმა შესანიშნავად იცის კლუბის შიდასამზარეულო და განსაკუთრებით კარგად ერკვევა აკადემიის ფეხბურთელების შერჩევაში. ვფიქრობ ამ ყველა თვისების შეჯამებით, იგი წარმატების მიღწევას მოახერხებს."

"ესპანელი სპეციალისტი მუდამ გამოირჩეოდა გასაოცარი იდეებით, რომლის წყალობითაც მისი კლუბები მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობდნენ. სამეფო კლუბში მან უკვე დაისახა გეგმები, რომელსაც იგი აუცილებლად შეასრულებს. ალბათ ყველაზე საინტერესო იქნება მისი სათამაშო სქემა და სტილი. ამას ძალიან მალე ყველა ერთად ვიხილავთ."

"როგორც მოგახსენეთ, მას უკვე აქვს იდეები და ვარიანტები. მათგან ერთ-ერთი არის, რონალდოს "9" ნომერზე განმწესება, რაც ცენტრ-ფორვარდობას ნიშნავს. კრიშტიანო ნელ-ნელა ასაკში შედის, თუმცა მისი კლასი და ნიჭი ულევია, რის ხარჯზეც იგი უამრავი გოლის გატანას ახერხებს. ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ბეილსაც შეუძლია თამაში და არ გამოვრიცხავ ბენიტესმა სწორედ ეს დუეტი შეაწყვილოს."

"ჩემი აზრით, ყველაზე მეტად რაფაელს გაუჭირდება მარჯვენა მცველის პოზიციაზე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის დასახელება. დანილოც და კარვახალიც უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან. თუმცა ნუ გვავიწყდება, რომ მადრიდის "რეალი" ბევრ გათამაშებაში იღებს მონაწილეობას. ეს იმას ნიშნავს, რომ შანსები მთელი სეზონის განმავლობაში ორივე ფეხბურთელს მიეცემა."

"რაც შეეხება ხესე როდრიგესს, მას სათამაშო დრო სჭირდება იმისთვის, რომ უწინდელი ფორმა აღიდგინოს. ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთლის ქმედებები სტადიონზე ყველას კარგად გვახსოვს. მის ნიჭიერებაში ეჭვი არავის ეპარება, უბრალოდ მას არ გაუმართლა, როდესაც ტრავმა მიიღო. ჩემი აზრით, ხესე მოახერხებს ფორმაში შესვლას. იგი მზად არის გუნდის დასახმარებლად."

"ნაჩო ისევე როგორც ხესე ძალიან ახალგაზრდაა. მათ არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი ელით კარიერაში და ამ ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ. ორივეს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. მათ შეუძლიათ გულშემატკივარს თავი ისევე შეაყვარონ, როგორც ეს წლების წინ სერხიო რამოსმა და იკერ კასილასმა გააკეთეს."

"წარმოუდგენელი პროგრესი განიცადა ტურინის "იუვენტუსში" ალვარო მორატამ. არავის ეგონა ასეთ კონდიციებში თუ შევიდოდა ახალგაზრდა ფროვარდი. ჩვენ ყველანი დავრწმუნდით, რომ იგი ნამდვილი პროფესიონალია თავისი ასაკის მიუხედავად. ვფიქრობ მადრიდის "რეალი" მის დაბრუნდებას აუცილებლად მოისურვებს."

Bernabeudigital.com dle 10.1

  • Junior
  • 18 ივნისი 2015
  • 2607
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)