75 დღე "საშოპინგოდ"...

დანილოს და კაზემიროს გადმობირების შემდეგ, მადრიდის "რეალის" მთავარი სამიზნე მიმდინარე ტრანსფერებზე იქნება დავიდ დე ხეა.


"ლოს ბლანკოსის" განკარგულებაში დარჩენილია კიდევ 75 დღე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე. ეს პერიოდი "თეთრებმა" უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ წლის უმთავრესი ამოცანა ამოხსნან.

ბენიტესის კლუბში მოსვლის შემდეგ განსაკუთრებით დიდი დრო დაეთმო გუნდის შემადგენლობაზე საუბარს. ფლორენტინო პერესთან მან გაიარა ყველა ფეხბურთელის მდგოამრეობა, რომელიც გუნდში ირიცხება. პირველ რიგში ბენიტესმა უარი განაცხადა ჩიჩარიტოზე. მისი განცხადებით შემდეგ სეზონში "რეალს" მექსიკელი ფორვარდი არ დასჭირდება.

ასევე რაფაელის გადაწყვეტილებით მადრიდისტები გამოემშვიდობნენ სამი ხედირას. სამაგიეროდ "ბლანკოსმა" დაიბრუნა თავისი აკადემიის აღზრდილი კაზემირო, რომელმაც ერთი წელი "პორტოში" იასპარეზა და საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა. რაც შეეხება მის თანამემამულე ლუკას სილვას, რომელიც "თეთრებმა" იანვარში დაიმატეს, ბენიტესმა გადაწყვიტა, რომ ეს ახალგაზრდა ბრაზილიელი ნახევარმცველი ერთი წლით მაინც უნდა წავიდეს იჯარის წესით სხვა გუნდში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფლორენტინო პერესი ახლა მუშაობს რამოდენიმე ფეხბურთელის გადმობირებაზე. ესენი არიან: პოლ პოგბა, არტურო ვიდალი და ლუკას ბილია. ზემოთ ჩამოთვლილ მოთამაშეებს აგრეთვე ემატება დავიდ დე ხეა, რომელთანაც მოლაპარაკება გადამწვეტ ფაზაში შედის და სავარაუდოდ სულ მალე მას სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის "რეალის" მაისურით ვიხილავთ.

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 17 ივნისი 2015
  • 2724
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)