პიპიტა:"უფრო მეტი შემიძლია"

გონსალო იგუაინი სპორტული კარიერის პიკს უახლოვდება. არგენტინელმა შესანიშნავად დახურა 2009 წელი და კიდეც გახდა დეკემბრის თვის საუკეთესო ფორვარდი. შარშან იგი "თეთრების" საუკეთესო ბომბარდირად და გუნდის ლიდერად მოგვევლინა. ბოლო 2 წელიწადში მას ყველა მეტი 56 გოლი გაიტანა. მას შემდეგ რაც პიპიტა სამეფო კლუბში გადმობრგდა, დაიწყო უამრავი გოლის გატანა და დღეს უკვე ყველაზე შედეგიანია საკუთარ გუნდში. მომავალ 2010 წელს კი გაცილებით მეტის მიღწევას აპირებს, რადგან მას ამის ყველაზე მეტი შანსი აქვს–ის ახალგაზრდაა, შედეგიანი, სწრაფი, გოლის დიდებული ალღო აქვს, ერთუგლია საკუთარი გუნდის და თამაშობს მადრიდის "რეალში"...


"უეფას" ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში პიპიტამ 2009 წლის საუკეთესო მომენტები გაიხსენა და ისაუბრა დამდეგ სეზონზე–"ბევრი სასიხარულო ამბავი მოხდა ჩემს საფეხბურთო ცხოვრებაში. მაგალითად ის, რომ გამომიძახეს არგენტინის ეროვნულ ნაკრებში, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ის, რომ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შემიძლია თავის გამოჩენა. და ყველაზე მთავარი, მე მადრიდის "რეალის" საუკეთესო ბომბარდირი ვარ, ეს ყველაზე ძალიან მახარებს."

"გავიხსენებ "მალაგასთან" შეხვედრას, სადაც ოთხი გოლი გავიტანე და იმ შეხვედრის გმირად შემრაცხეს... მე გაცილებით მეტს გავაკეთებ ჩემი გულშემატკივრისთვის და ჩემი ოჯახისთვის, რადგან ეს ხალხი ყოველთვის გვერდში მიდგას... ყველა გატანილ გოლს მათ ვუძღვნი. უბედნიერესი ვარ, რადგან სანტიაგო ბერნაბეუს ბინადარნი "თეთრების" ღირსეულ შეგირდად მთვლიან, ჯერ–ჯერობით ჩემი კარიერა მაღლა და მაღლა მიიწევს. ვიმედოვნებ, რომ საფეხბურთო კარიერას სწორედ "ბლანკოსში" დავასრულებ, მე სხვა გუნდი არაფერში მჭირდება."

ყველა კარგად ხვდება, რომ პიპიტა სამეფო კლუბის მომვალია... ასეთი მაღალი დონის ფორვარდი სამეფო კლუბს დიდი ხანია არ ყოლია, გუნდში იყვნენ ოუენი, მორიენტესი, რონალდო და არის იგუაინი... ბევრისთვის ეს შედარება მიუღებელია, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ვაღიაროთ, რომ იგუაინი მათზე არანაკლებია. პიპიტას ისეთ კონკურენციაში უწევს ასპარეზობა, როგორსაც ოუვენმა ვერ გაუძლო... გუნდში მხოლოდ რონალდო დარჩა. გონსალო სწორედ მასავით შეუპოვარი და ძლიერია, თუმცა მის სიდიადეს კარგა ხანი ვერავინ ვერ მიაღწევს... იმედია პიპიტა მას დაემსგავსება.

"ეს ჩემთვის უდიდესი პატივია... მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ვინმე ასეთ რამეს ჩემზე იტყოდა–"მადრიდის რეალის მომავალი". ყველას დიდ მადლობას ვუხდი შრომას სამართლიანად დაფასებისთვის. სწორედ ასეთი გულშემატკივრისთვის ვიბრძოლებ–გავხდე სამეფო კლუბის ლიდერი და წამყვანი მოთამაშე."


ინფრომაციის წყარო: Defensacentral.Com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 7 იანვარი 2010
  • 2899
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)