ვან დერ ვაარტი "რეალში" თავს ბედნიერად გრძნობს

როგორც ჰოლანდიელი შემტევი აცხადებს, იგი უბედნიერესი ადამიანია, რადგან მანუელ პელეგრინიმ მას მისცა შანსი ებრძოლა ძირითადი შემადგენლობისთვის...


ვაარტი კაკას ტრავმის შემდეგ დაეუფლა ძირითად შემადგენლობაში ადგილს და საკამოდ ნაყოფიერადაც ირჯება... ჰოლანდიელი მადრიდისტა ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი მებრძოლი ხასიათით და ამას დღესაც ამტკიცებს. ამან შედეგიც გამოიღო, ის მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება და თან სამეფო კლუბის რიგებში როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ლა ლიგაში შეუძლია თავის გამოჩენა.

რაფამ მცირე ინტერვიუ მისცა "Marca"-ს ჟურნალისტებს... მისი სიტყვები უმეტესად "თეთრებში" საკუთარ მდგომარეობას ემიჯნებოდა. მან ასევე დიდი სიხარული გამოხატა ბრაზილიელი თანაგუნდელის რიკარდო კაკას გამოჯანმრთელების შესახებ. იმის მიუხედავად, რომ რიკი ვაარტის უშუალო მეტოქეა ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისა, რაფამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შესანიშნავი ადამიანია.

"მე შემიძლია კაკასთან ერთად ვითამაშო, ეს მხოლოდ მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს. მასთან დიდებული ურთიერთობა მაქვს, რიკი შესანიშნავი პიროვნებაა. ნებისმიერ მადრდისტასთან სიამტკბილური დამოკიდებულება გამაჩნია, ისინი ჩემი მეგობრები არიან და არა კონკურენტები. ჩვენ არაფერს არ ვწყვეტთ, ყველაფერი პელეგრინის ხელშია."

"სეზონის დარწყების წინ მანუმ ასეთი სიტყვებით მომმართა–"შენ შეგიძლია იბრძოლო პირველ შემადგენლობაში მოსახვედრად, მიუხედავად იმისა რომ კონკურენტები რაული და რიკარდო კაკა იქნებიან... შენ გაქვს ამის პოტენციალი." სწორედ მისმა ასეთმა თბილმა სიტყვებმა გადამაწყვეტინა გუნდში დარჩენა და ბრძოლა სიმაღლეების დასაპყრობად."

"შანსი მეძლევა ვითამაშო ჩემპიონთა ლიგაზე, გუნდს დახმარება გავუწიო ლა ლიგაში და რაც ყველაზე ძალიან მინდა მსოფლიო ჩემპიონატზე შევძლო თამაში. ეს ჩემი ყველაზე მთავარი მიზანია..."

"კლუბში თავს უბედნიერეს ადამიანად ვთვლი და ამაში ლომის წვლილი ჩემს თანაგუნდელებს მიუძღვით..."


ინფრომაციის წყარო: Marca.Com

ავტორი: Kevlisha


dle 10.1

  • kevlisha
  • 7 იანვარი 2010
  • 2600
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)