ფლორენტინო პერესი- სახლებისა და ფეხბურთის მშენებელი

პასუხი "ურწმუნო თომებს"


მოკლედ, რატომ გადავწყვიტე ამ სტატიის დაწერა. ბოლო დროს მადრიდის რეალის ახალმა პრეზიდენტმა “მოახერხა” 136 მლნ-ის დახარჯვა და ეს მხოლოდ ორ ფეხბურთელში. ამან მთელი საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო, დაიწყო ლაპარაკი იმის შესახებ , თუ საიდან ქონდა პერესს ამდენის დახარჯვის საშუალება და ხომ არ იყო ეს ე.წ. “შავი ფული”. მაშ ასე, გთავაზობთ ფლორენტინო პერესის მოკლე ბიოგრაფიას , როგორც სამუშაო , ასევე პირადულს. ფლორენტინო პერეს როდრიგესი დაიბადა მადრიდში 1947 წლის 8 მარტს. უმაღლესი განათლება მიიღო მადრიდის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, სპეციალობით- ინჟინერი გზების და პორტების მშენებლობის საკითხში. გავა დრო და იგი მადრიდის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში რამდენიმე ხნით ლექტორის სტატუსით დაბრუნდება. საკუთარი პირველი გამოცდილება ფლორენტინო პერესმა კერძო საკუთრებაში მიიღო 25 წლის ასაკში, როცა მან მეგობრებთან ერთად დაარსა გამომცემლობა «Guía del ocio», მას ასევე ეჭირა რიგი მნიშვნელოვანი თანამდებობები, რომელთა შორის აღნიშვნის ღირსია: ესპანეთის გზების ასოციაციის გენერალური დირექტორი (1973-1976 წწ), ის ასევე 1976-1979 წწ-ში ზრუნავდა მადრიდის მერიის მფლობელობაში არსებული რესურსების უსაფრთხოებაზე. 1979 წელს იგი შეუერთდა პარტიას “დემოკრატიული ცენტრის გაერთიანება “(UCD), იყო ამ პარტიის საშემსრულებლო კომიტეტის წევრი და შემდგომში საკუთარი კანდიდატურა არჩევნებზეც წარადგინა. 1980 წელს ის გახდა ესპანეთის ტრანსპორტის,კომუნიკაციებისა და ტურიზმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მრჩეველი და გენერალური დირექტორი . 1983 წელს ის გვევლინება , როგორც ფირმა «Строительство Падрос»-ის ვიცე პრეზიდენტი. 1986 წელს ფლორენტინო პერესი გამოვიდა UCD-ის რიგებიდან და შეუერთდა "დემოკრატიულ-რეფორმატულ პარტიას" (PRD), რომელიც უკვე გაქრა ქვეყნის პოლიტიკური ასპარეზიდან , ისევე როგორც UCD. ამ პარტიაში ის გახდა გენერალური მდივანი და კენჭს იყრიდა საყოველთაო არჩევნების დროს. 1991 წელს ფლორენტინო პერესი შეუერთდა ფრანგული სამშენებლო კომპანია SAE-ს მრჩეველთა საბჭოს, ეს კომპანია შედიოდა OCISA-ს ჯგუფში. ერთი წლის შემდეგ პერესი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი აქციონერი იყო , გახდა OCISA-ს პრეზიდენტი, იგი ამავდროულად ხელმძღვანელობდა ფირმა «Edificios Balcón»-ს. 1993 წელს ის გახდა სამშენებლო ჯგუფ ОСР-ის პრეზიდენტი. 1994 წელს ფლორენტინო პერესმა საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა მადრიდის რეალის საპრეზიდენტო არჩევნებში და 698 ხმით წააგო რამონ მენდოსასთან. 2000 წლის 17 ივნისს ფლორენტინოს დიდი ხნის ოცნება აუხდა: მადრიდის რეალის საპრეზიდენტო არჩევნებში 3167 ხმის უპირატესობით მან დაამარცხა ლორენსო სანსი და გახდა მადრიდის რეალის პრეზიდენტი. რამდენიმე ხნის შემდეგ ,მან კლუბისგან, რომელსაც დიდი ვალები ქონდა , ჩამოაყალიბა განვითარებული და აყვავებადი კლუბი. 1997 წელს ОСР-სა და «Хинес Наварро» -ს გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა ახალი კომპანია სახელწოდებით ACS (Actividades de Construcción y Servicios), რომლის პრეზიდენტიც გახდა ფლორენტინო პერესი. 2003 წელს ACS-ს ფულის ბრუნვამ შეადგინა 10.7 მლრდ. ევრო , ამ კომპანიაში მუშაობს მიახლოებით 10000 ადამიანი. მოგიყვანთ ციფრებში მოყვანილ სტატისტიკას და შემდეგ თვითონ გამოიტანეთ დასკვნა, თუ რა სიძლიერის კომპანიასთან გვაქვს საქმე.

2007 წელს მიღებულმა მოგებამ შეადგინა 1,644,032 მლნ. ევრო, რაც საბოლოოო ჯამში იყო წლიური გაყიდვების 6.9%. 2008 წელს ფირმის ბრუნვა იყო 16.01 მლრდ ევრო,რაც 4.3 %-ით მეტი იყო წინა წელთან შედარებით. ხოლო მოგება კი 1.805 მლრდ. ევრო. კომპანიას 2006-2007 წლებში ქონდა შესაბამისად 13.4% და 13.8%-იანი ზრდა .

იმედია ამ ციფრებიდან გამომდინარა ცოტას მაინც მიხვდებით , თუ საიდან მოდის ეგ ფული dle 10.1

  • shvela
  • 2 ივლისი 2009
  • 2397
  • 1

1

10 აპრილი 2018 21:13

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Pirveli

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)