ელგერა:„წარუმატებლობა არა კარლომ, არამედ შემადგენლობამ განაპირობა“

მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ივან ელგერას განცხადებით, მადრიდული კლუბის წარუმატელობა კარლო ანჩელოტის ბრალი არ არის...


„მეცინება, როდესაც ყველაფერში კარლო ანჩელოტის ადანაშაულებენ. მწვრთნელს, რომელმაც დედაქალაქურ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა და სხვა თასები მოიგო.“

„როგორ შეიძლება მწვრთნელს დაბრალდეს წარუმატებლობა, როდესაც სათადარიგოთა სკამი უსუსტესია და გუნდში ლუკა მოდრიჩის შემცვლელი არ არსებობს.“

„პერესმა გაუშვა ჩაბი ალონსო და ანხელ დი მარია. გასაგებია, რომ კლუბში მოვიდნენ კროოსი და ხამესი, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო.“

„ასევე დიდი შეცდომაა ის ფაქტი, რომ ალვარო მორატა „იუვენტუსის“ ღირსებას იცავს.“

„მადრიდის „რეალის“ შემადგენლობა ყოველთვის სოლიდურობით გამოირჩეოდა, ახლა კი გუნდს მხოლოდ თერთმეტეული ჰყავს ძლიერი, სათადარიგოთა სკამი კი გაცილებით სუსტი, ვიდრე „ბარსელონას“, „ვალენსიას“, „ატლეტიკოს“ და სხვა ესპანურ კლუბებს.“

„არ ვიცი დარჩება თუ წავა ანჩელოტი, მაგრამ ზაფხულში „მერენგებმა“ მინიმუმ 3 მაღალი დონის ფეხბურთელი უნდა შეიძინონ. სხვაგვარად წარმატება წარმოუდგენელია.“ dle 10.1

  • Hala
  • 21 მაი 2015
  • 3524
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (234)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)