ბენიტესი შესაძლოა მადრიდში დაბრუნდეს

რაფაელ ბენიტესი, რომელიც ამჟამად ნაპოლის წვრთნის, სეზონის დასრულებისთანავე იტალიას დატოვებს. თუ სად გააგრძელებს მუშაობას ესპანელი მწვრთნელი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.


Sky Sport Italia კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბენიტესმა შესაძლოა მადრიდის რეალში ამოყოს თავი, სადაც წლების წინ დედაქალაქელების სარეზერვო გუნდის, რეალ მადრიდ კასტილიას დამრიგებლად მუშაობდა. სწორედ იქ მიღწეული წარმატების შემდეგ დაიმკვიდრა სახელი რაფამ დიდ ფეხბურთში.

პერესის აზრით, დადგა დრო, როდესაც სამეფო კლუბი უნდა გაწვრთნას ადამიანმა, რომელმაც კარგად იცის ბლანკოსის სისტემა. გამომდინარე იქიდან, რომ ზინედინ ზიდანი ჯერ კიდევ გამოუცდელია და მისი შედეგები კასტილიაშიც არ არის დამაკმაყოფილებელი, პერესი თავს იკავებს ფრანგისათვის მთავარი გუნდის ჩაბარებას. ერთადერთი კი ვისაც კასტილიას სკოლა აქვს გამოვლილი და წარმატებასაც მიაღწია ევროპულ გრანდებთან ერთად, არის ბენიტესი.

რაც შეეხება კარლო ანჩელოტის, იგივე გამომცემლობის ინფორმაციით, იტალიელი სამშობლოში, კერძოდ კი მილაში განაგრძობს კარიერას. მოგეხსენებათ მილანის აქციების 75 % ჩინელმა მილიარდერმა შეიძინა, რომელიც კლუბის ტოპ ევროპულ ფეხბურთში დაბრუნებას გეგმავს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (249)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)